,,მივმართავ დესტრუქციულ ჯგუფებს - არეულობის ინსპირირებას სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ექნება“ - ილია ელოშვილი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე
პოლიტიკა - 19:44, 13 May, 2017     1113
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა „ქსანი-სტეფანწმინდის“ დამაკვაშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროაგდამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

„გადამცემი ხაზი არის მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის და რეგიონისთვის კონკრეტულად. ჩვენ ადგილიბრივ მოსახლეობასაც, საზოგადოებასაც არაერთგზის ავუხსენით ამ ობიექტის უსაფრთხოება და სრული შესაბამისობა მსოფლიო სტანდარტებთან.

პირადად მე არაერთხელ ვიყავი ჩასული ადგილზე, ვესაუბრე ადგილობრივებს, გავაცანი მთავრობის შესაბამისი დადგენილება და არანაირი წინაღობა ხალხის მხრიდან საკითხს არ ჰქონია. ამჟამად ამ ხალხთან ჩადიან რაღაც ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობაში ცდილობენ პანიკის ან დაძაბულობის შეტანას. პროექტის შესახებ აწვდიან მცდარ ინფორმაციას.

რაც შეეხება ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მსურს კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენი ხელისუფლების არცერთი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არ არის მიმართული თუნდაც ერთი ადამიანის საზიანოდ - მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის და ეკონომიკის განვითარებისკენ.

ჩვენ მოვუწოდებთ ადგილობრივ თვითმართველობას, გამგებლებს და თემის წარმომადგენლებს მოახდინონ მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება და კიდევ რამე კითხვის ნიშნები თუ არსებობს - ჩვენ არგუმრნტებს მივაწვდით.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც შეეხება დესტრუქციულ ჯგუფებს - ეს საზოგადოებამ განსაჯოს ვის და რის ინტერესებს ემსახურებიან. მივამრთავ ამ პროცესების უკან მდგომებს - შეეშვით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, გარწმუნებთ თქვენი მიზნების მიღწევა არ გამოგივათ. არეულობის ინსპირირების მცდელობას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება კანონის ფარგლებში.“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42