მისი თქმით, "შერეული საარჩევნო სისტემით საკონსტიტუციო უმრავლესობა ორმა სხვადასხვა ხელისუფლებამ მოიპოვა, რომელიც გამოყენებული იყო ჯერ ნახევრად ავტორიტარული, ხოლო შემდეგ ავტორიტარული მმართველობის ჩამოსაყალიბებლად".
”დღეს საქართველოში მოქმედებს შერეული საარჩევნო სისტემა და გადაწყვეტილია ამ სისტემის პროპორციულ სისტემად გარდაქმნა. ნებისმიერ სისტემას აქვს თავის პლუსები და მინუსები. დღევანდელი სისტემა იურიდიული თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართულია. ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ გავითვალისწინეთ წარსული ნეგატიური გამოცდილება. ამ ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავიდეთ შერეულიდან პროპორციულ სისტემაზე. ჩვენ, ჩვენი ხელით ვთმობთ საკუთარ სუბიექტურ პოზიციებს იმისთვის, რომ ქვეყანა დავაზღვიოთ ისეთი საფრთხეებისგან, რაც ძალიან კარგად გვახსოვს ჩვენი წარსული წლებიდან. ესეც პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა”, - განაცხადა კობახიძემ და პროპორციული სისტემა სამი ძირითადი ელემენტი გააცნო მცხეთელებს.
მისი თქმით, პირველი ელემენტი გულისხმობს ბლოკების აკრძალვას, რაც პარტიული სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, პარტიებისთვის ძალაში რჩება 5%-იანი ბარიერი და ასევე შემოვა მანდატების გადანაწილების ახალი წესი, რომლის მიხედვითაც გადაუნაწილებელ მანდატებს გამარჯვებული პარტია მიიღებს.
მცხეთაში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






