სოკო შამპინიონი სიმსივნური უჯრედების წარმოშობის პროფილაქტიკისთვის შესანიშნავი საშუალებაა, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები.
საქმე იმაშია, რომ ამ სახეობის სოკო შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას, რომელიც დადებით გავლეას ადამიანის სხეულში არსებულ სიმისვნესთან მებრძოლ უჯრედებზე. საუბარია ე.წ. დენდრიტულ უჯრედებზე, რომლებიც თავისებურ ბარიერს ქმნის, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმზე ავთვისებიანი უჯრედების, ვირუსებისა და ბაქტერიების თავდასხმისგან იმუნური დაცვისათვის. დენდრიტული უჯრედები ასევე ხელს უწყობენ სისხლში თეთრი სხეულების, Т-ლიმფოციტების წარმოქმნას.
ასევე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შამპინიონები შეუცვლელი პროდუქტია იმ ქალბატონების კვების რაციონში,რომლებიც სარძევე ჯირკველბის სიმსივნით არიან ავად. სასურველი იქნება, თუ ეს ქალბატონები ამ სოკოს ყოველდრე მიირთმევენ. ექიმების დაკვირვების თანახმად, ის ქალბატონები, რომლებიც დღეში 100 გრამ შამპინიონს მიირთმევდა, სიმსივნის ზომის შემცირება აღენიშნებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






