პრეზიდენტი "ოცნებას" მოუწოდებს არ გაიმეოროს შეცდომა რომელსაც ყველა ხელისუფლება უშვებდა
პოლიტიკა - 14:22, 13 May, 2017     2256
საქართველოს პრეზიდენტი მმართველ გუნდს მოუწოდებს, გადახედოს საქართველოს უახლოეს პოლიტიკურ ისტორიას და არ გაიმეოროს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაშვებული შეცდომა. საქმე ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტის განცხადებით მმართველმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის გახნგრძლივების მიზნით დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის პროექტის ცვლილება ხელისფლებაში დარჩენის მიზნით წამგებიანია და ამის ნათელი მაგალითი "ნაციონბალური მოძრაობაა" რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნისას კონსტიტუცია შეცვალა, ცვლილებები კი უკან მოუტრიალდა.

"პირველი წელი არა ვარ პოლიტიკაში და პირველი პროცესი არ არის ეს კონსტიტუციის ცვლილებებისა, რომელსაც ვაკვირდები. ვისაც დაუწყია კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი ყველას ეგ ედო თავში, რომ რამენაირად გავიხანგრძლივო ჩემი ხელისუფლებაში ყოფნა. იმ ძალებს, რომლებსაც სჯეროდათ, რომ აი ამ კონსტიტუციას რაღაცას მოაკვარახჭინებდნენ და ამითი გაიხანგრძლივებენ ხელისუფლებაში ყოფნას, სწორედ ისინი კარგავდნენ ხელისუფლებას და მერე ირტყამდნენ თავში, ასეთი არადემოკრატიული კონსტიტუცია რატომ შევქმენით, ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს ის მუხელებიო. ეს არის ის ჭეშმარიტება, რომელიც ერთხელ მაინც უნდა დაინახონ პოლიტიკოსებმა. მე იმედი მაქვს, რომ მმართველი პოლიტრიკური ძალა, აიღებს და შეაფასებს ვითარებას. "ქართული ოცნება" შეაფასებს ვითარებას და თუნდაც გაიხედება უკან, ძალიან უკან კი არა, 15 და 20 წლით უკან კი არა, აგერ არ იყო ნაციონალური მოძრაობა, რომ ეგონათ ყველაფერს აკონონტროლებდნენ და კონსტიტუციაც მაგ რეჟიმში შეცვალეს და მათ მოუტრიალდათ ეს ცვლილებები უკან. მარტივად შეხედავენ ამ გამოცდილებას და მიხვდებიან, რომ ხელისის გადაგრეხვა ამ ქვეყანაში, ხელის გადაგრეხვას, იმის მტკიცებას, რომ მაქვს შესაძლებლობა და გავიტან ჩემს სიმართლეს, ამაზე ბევრად უფრო კარგი გზა ხელისუფლებაში დარჩენისთვის არის სხვებთან თანამშრომლობა. რეალურად საქართველოში ეგეთი ხელის გადაგრეხვით ვერავინ ვერ გაჩერდა და თანამშრომლობით კი პოლიტიკურმა ძალამ შესაძლოა წლები გასტანოს"-განაცხადა პრეზიდენტმა ტ/კ ,,დია"-ს თოქ-შოუ "კვირის რეალობაში" სტუმრობისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42