ნიუ-იორკში მიხეილ ჯანელიძის ვიზიტის ფარგლებში, ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველოს პროგრესზე ისაუბრეს
პოლიტიკა - 14:10, 13 May, 2017     1418
ნიუ-იორკში ვიზიტს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაციის Jigsaw-ს მმართველ დირექტორს სკოტ კარპენტერს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და ინტერნეტის თავისუფლების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ სფეროში, საქართველო თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია. განსაკუთრებული ყურადღება პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან დაპირისპირებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე გამახვილდა. მხარეებმა, მსოფლიოში არსებული ფართომასშტაბიანი კიბერ-შეტევების ფონზე, კიბერ-უსაფრთხოების გაძლიერებისა და ინფორმაციული სისტემების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების აუცილებლობაზეც იმსჯელეს.

Jigsaw ამერიკული კორპორაციის Google-ის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ნიუ-იორკშია ბაზირებული და გლობალური გამოწვევების დაძლევის ტექნოლოგიურ საშუალებებზე მუშაობს. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ექსტრემიზმისა და კიბერ-ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42