,,ირაკლი კობახიძის განცხადება არასწორია, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“ - ნოდარ ხარშილაძე
პოლიტიკა - 13:00, 13 May, 2017     1231
"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე "ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მოსახლეობა შეცდომაში შეყავს, როცა ის აცხადებს, რომ პრეზიდენტს სამხედრო ძალები არც დღეს ექვემდებარება.

ხარშილაძე ირაკლი კობახიძის განცხადებებს უცნაურს უწოდებს.

"პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ნამდვილად არ არის სწორი, მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი არის მთავარსარდალი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ, ასევე ის ნიშნავს უმაღლესი თანამდებობის პირებს შეიარაღებულ ძალებში, ანიჭებს მათ წოდებებს და იგი არის პასუხისმგებელი მთლიანად შეიარაღებული ძალების სარდლობაზე. მთავარსარდალი ტყუილად არ ჰქვია. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება ("არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება" - ავტ.) ფაქტობრივად არასწორია. უცნაურია, რატომ იმეორებს ამას ბატონი კობახიძე. ეს საკუთარი თავის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა"- განუცხადა "ნიუპოსტს" ნოდარ ხარშილაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვის პროცესში რამდენიმეჯერ განაცხადა იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს სამხედრო ძალები არ ექვემდებარებიან:

„ქვეყანას უნდა ჰყავდეს უმაღლესი მთავარსარდალი. უმაღლესი მთავარსარდალი დღესაც ჰყავს ქვეყანას და ხვალაც ეყოლება. ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა არავინ მოგატყუოთ - არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება. ამაშია პატარა ტყუილი, რომელსაც გაპარებენ. უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას სამხედო ძალები ექვემდებარება“ - განაცხადა კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42