პრეზიდენტის ადმინისტრაცია კამპანიას „გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად“ შეუერთდა
პოლიტიკა - 12:52, 13 May, 2017     1559
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად კამპანია „გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად“ ფარგლებში, ბორჯომის ხეობის ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც 2008 წელს, რუსული აგრესიის შედეგად ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად განადგურდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პირადი ინიციატივითა და, ასევე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე დასარგავად სხვადასხვა ჯიშის ნერგები შეიძინეს.

„ჩვენ აქ ვხედავთ რუსული ოკუპაციის კიდევ ერთ სამწუხარო შედეგს - ბორჯომის დამწვარ ტყეს. საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი შემოუერთდა აქციას, რათა გაერთიანებული ძალებით აღვადგინოთ რუსული ოკუპაციის შედეგად გადამწვარი ბორჯომის ტყე და ვფიქრობ, რომ ისევე, როგორც მთელი საქართველო დღეს ერთიანდება ბორჯომის ტყის აღსადგენად, ასევე გაერთიანებული ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი შედეგის, დარღვეული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ბია – ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო და სტარტაპი “თრიფექსი” ერთობლივი კამპანიის „გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად“ მიზანია ბორჯომის ხეობის ნახანძრალი ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42