შესაბამისი განცხადება ქუთელიამ, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებისას გაჟღერებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს სამხედრო ძალები არ ექვემდებარებიან“. ანალიტიკოსი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს "სამარცხვინოს" უწოდებს.
"საკონსტიტუციო ცვლილებებში პრეზიდენტთან მიმართებით არსებული ყველა დეტალი და ზოგადად ეს ცვლილებები სამარცხვინოა. ახალი კონსტიტუციით, ტოვებენ ისეთ პრეზიდენტს, რომელსაც მთავარსარდლის არანაირი უფლება - მოსილება და ფუნქცია არ აქვს. ამასთან, აღნიშნულ ცვლილებებში ერთ-ერთი მთავარი დეტალია ისიც, რომ ომის დროს საომარ საბჭოში თავდაცვის მინისტრი არ მონაწილეობს და მხოლოდ მოწვეულის ფუნქცია აქვს.
საერთოდ ფარსია ის, რაც კონსტიტუციასთან მიმართებით ხდება, ეს არის ერთ პოლიტიკურ ჯგუფზე მორგებული კონსტიტუცია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მართავს, მას უნდა რომ პრეზიდენტის უფლება-მოსილება შეზღუდოს, რადგან ის დაემორჩილა და არ გახდა ხელის ბიჭი. ივანიშვილის სურვილია, თავისმა გუნდმა აირჩიოს მორჩილი პრეზიდენტი, თუ ისიც არ დაემორჩილა გადაირჩევენ"- განაცხადა ბათუ ქუთელიამ "ნიუპოსტთან" საუბრისას.
ირაკლი კობახიძის განცხადება შემაშფოთებელია უშიშროების საბჭოს მდივანითვისაც. დავით რაქვიაშვილი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან აპელირება იმაზე, რომ სამხედრო ძალა უმაღლეს მთავარსარდალს არ დაემორჩილება შემაშფოთებელთან ერთად გაურკვეველია.
ცნობილია საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაც. მისი თქმით, "არცერთი ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა უნდა განახორციელოს ფაქტობრივად აღარ არის შენარჩუნებული".
მასალის გამოყენების პირობები






