"კატეგორიულად ვაცხადებ, ღონისძიებაში, სადაც ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ისე იქნება წარმოდგენილი, გამორიცხულია მონაწილეობა მივიღო"- საგანელიძის განმარტება
პოლიტიკა - 10:15, 13 May, 2017     3882
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას "არასწორს" უწოდებს.

დავით საგანელიძის განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე გარკვეულ მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართული ჩინური ჩაის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გადაღებულ ფოტოს ეხება, სადაც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელთან და სხვადასხვა დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად თითქოსდა ასახულია აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის წევრი ფორუმში. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ასევე ეხმაურება ამავე მედია საშუალებებით მის ხელფასთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაცისაც.

„საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც ვხვდებით რამდენიმე პროვინციის ადგილობრივ წარმომადგენლებს და ვმონაწილეობთ რამდენიმე საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებაში. ფონდის დელეგაციამ უკვე მიიღო ჩინური ჩაის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა, რომელიც ხუპეის პროვინციაში გაიმართა. ბიზნეს ფორუმს ჩვენს გარდა, სხვადასხვა ქვეყნის 500–მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ფორუმი უმსხვილესი ჩინური ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Huahe International-ისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ჩაის ინდუსტრიაში არსებული უმსხვილესი კომპანიები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ჩაის კომიტეტის თავმჯდომარე იან გიბსი დაესწრო.

მე პატივი მხვდა წილად, როგორც საქართველოს და საპარტნიოორო ფონდის წარმომადგენელს მონაწილეობა მიმეღო ფორუმის ოფიციალურ გახსნაში და დანარჩენ ოთხ გამომსვლელთან ერთად მიმემართა დამსწრე საზოგადოებისთვის, მესაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე, საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ასევე, საპარტნიორო ფონდისა და ჩვენი ჩინელი პარტნიორების მიერ საქართველოში ჩაის რეაბილიტაციის პროექტის შესახებ, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 500 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ ბიზნეს ფორუმში აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის დელეგაცია არ მონაწილეობდა. სხვა ქვეყნებთან ერთად ფორუმში მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც როგორც აღმოჩნდა იყო სენერ გოგუა, რომელიც ფორუმის ორგანიზატორების მიერ გადაღებულ ფოტოზეა წარმოდგენილი. ჩემთან გადაღებულ ფოტოზე არსებული პირის ვინაობა სწორედ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდგომ შევიტყვე. აღნიშნული ფოტო ხუპეის პროვინციაში მდინარე იანძის რეგიონში არსებული ჩაის პლანტაციების დათვალიერების დროს ორგანიზატორი მხარის მიერ არის გადაღებული და შესაძლოა სამახსოვრო ფოტოებზე ჩემს გვერდით ფორუმში მონაწილე ქვეყნების 500 წარმომადგენელიდან ნებისმიერი მათგანი აღმოჩნდეს.

რაც შეეხება ოსი და აფხაზი წარმომავლობის ადამიანებთან ურთიერთობას, რომელთაც მონაწილეობა არ მიუღიათ სამხედრო კონფლიქტებში. ჩემი პირადი პოზიციაა, საქმიანი ვიზიტების დროს თუკი მომიწევს მათთან, როგორც სხვა ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა, მზად ვარ ხელი ჩამოვართვა და ჩვენს საერთო ტკივილზე ვესაუბრო. აქვე კატეგორიულად ვაცხადებ, ნებისმიერ იმ ღონისძიებაში, სადაც ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ისე იქნება წარმოდგენილი, გამორიცხულია მონაწილეობა მივიღო.

ასევე არასწორია ინფორმაცია ჩემი ხელფასის შესახებ, რომ თითქოს ის შეადგენს 33.000 ლარს. მე ყოველთვის ვცდილობდი ამ თემას არ შევხებოდი, მიუხედავად იმისა რომ ხშირად ხდება ამ საკითხით სპეკულირება. მარტივად გიპასუხებთ, რომ ეს არის სიცრუე. მე გახლავართ საპარტნიორო ფონდის რიგით მეხუთე და ყველაზე დაბალანაზღაურებადი დირექტორი ჩემს წინამორბედებთან შედარებით. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ხელფასი განსაზღვრულია მთავრობის მიერ სამეთვალყურეო საბჭოს დადგენილებით. სამეთვალყურეო საბჭოში კი შედის საქართველოს მთავრობის 4 წევრი და კერძო სექტორიდან მოწვეული 3 პირი. კერძოდ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, ენერგეტიკისა და იუსტიციის მინისტრები; თი-ბი-სი ბანკის, საქართველოს ბანკის და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლები, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ჩემი ამჟამინდელი ხელფასი შეადგენს 16 000 ლარს, აქედან ყოველთვიურად ქველმოქმედების მიზნით ვრიცხავ თანხას სამედიცინო უნივერსიტეტის ხუთივე ფაკულტეტის თითო საუკეთესო სტუდენტისთვის , იმ საჯარო და მუსიკალური სკოლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის, სადაც ვცწავლობდი, ჯერ კიდევ ჩემი პარლამენტარობის დროს ვრიცხავდი და ახლაც ვაგრძელებ ონის და ამბროლაურის სკოლების საუკეთესო მოსწავლეებისთვის ყოველთვიურად თანხის გადარიცხვას. თანხას ვრიცხავ ასევე, ონკოლოგიის ცენტრის ბავშვთა განყოფილებისთვის. ასე, რომ ხელფასიდან პირადად მე ვიღებ იმდენივეს, რაც მქონდა პარლამენტში ყოფნისას.

აქვე მინდა დავამატო. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ საჯარო მოხელე და არ მევალება ქონებრივი დეკლარაციის შევსება, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე შევავსე დეკლარაცია და ჩემი შემოსავლები გავასაჯაროვე. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ამის ნახვა

ასევე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია ჩემი სამსახურებრივი მანქანის სარემონტო ხარჯების შესახებაც. მოგახსენებთ, რომ მე გადავაადგილდები ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ნიკა გილაურის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობის პერიოდში შეძენილი ავტომანქანით, რომლის გარემონტებაზე 2017 წელს დაიხარჯა 120 ლარი და არა 120. 000 , როგორც ეს ასევე, გარკვეულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს.

ბუნებრივია, ამ თემებზე საუბარი არ მსურდა, მაგრამ რაკი არ სრულდება ზემოთ ჩამოთვლილ თემებთან დაკავშირებით სპეკულაციები, საჭიროდ ჩავთვალე საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა სწორი ინფორმაცია,“ - აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42