შემაშფოთებელია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ სამხედრო ძალები პრეზიდენტს არ დაემორჩილებიან - რაქვიაშვილი
პოლიტიკა - 20:24, 12 May, 2017     2528

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს პრეზიდენტთან, როგორც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან მიმართებით, უშიშროების საბჭოს მდივანი „ნიუპოსტთან“ საუბრისას ეხმაურება.

დავით რაქვიაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან აპელირება იმაზე, რომ სამხედრო ძალა უმაღლეს მთავარსარდალს არ დაემორჩილება, შემაშფოთებელი და გაურკვეველია:

„საკმაოდ შემაშფოთებელია ის, რომ ტენდენციური გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამ განცხადებას უკვე არაერთგზის იმეორებს და ამბობს იმას, რომ საქართველოს სამხედრო ძალები არ დაემორჩილებიან საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტს ის თუ დღეს გასცემს განკარგულებას.

მე მესმის, რომ პარლამენტის თავმჯდომარისთვის ეს პროექტი არის მისი პირმშო, ის ამ საკანონმდებლო ინიციატივის მთავარი ავტორია, ის ალბათ განიცდის, რომ საზოგადოების მხრიდან საკმაოდ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ამ პროექტთან მიმართებით. თუმცა, ეს არ შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ საქართველოს სამხედრო ძალების ერთგულება კონსტიტუციის მიმართ, ერთგულება მათ მიერ დადებული ფიცისადმი.

საკმაოდ შემაშფოთებელია თავად კონსტიტუციის მიმართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დამოკიდებულება. რადგან დღევანდელ, მოქმედ კონსტიტუციაში, საკმაოდ ნათლად არის გაწერილი პროცედურები და ერთადერთი, ვისაც შეუძლია დღეს სამხედრო ძალებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი. ის წარუდგენს ამ გადაწყვეტილებას პარლამენტს 48 საათის განმავლობაში, მაგრამ მისი ბრძანება გამოცემისთანავე ძალაშია. სამართლებრივი თვალსაზრისითაც საკმაოდ გაურკვეველია თუ რაზე აპელირებს ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე.

ასევე გასათვალისწინებელია ის, თუ ვის ვეუბნებით, რომ საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტს არ ემორჩილება სამხედრო ძალა?! საკმაოდ შემაშფოთებელია ასეთი ტექსტები“, - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვის პროცესში რამდენიმეჯერ განაცხადა იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს სამხედრო ძალები არ ექვემდებარებიან:

„ქვეყანას უნდა ჰყავდეს უმაღლესი მთავარსარდალი. უმაღლესი მთავარსარდალი დღესაც ჰყავს ქვეყანას და ხვალაც ეყოლება. ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა არავინ მოგატყუოთ - არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება. ამაშია პატარა ტყუილი, რომელსაც გაპარებენ. უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას სამხედო ძალები ექვემდებარება“ - განაცხადა კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42