ვენეციის კომისიის მხრიდან კრიტიკული კითხვები იყო ე.წ. ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით - ანა დოლიძე
პოლიტიკა - 20:11, 12 May, 2017     2764
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამეტი მდივანი ანა დოლიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს და აღმასრულებელ მდივანს ტომას მარკერტს შეხვდნენ. შეხვედრამ პროდუქტიულად ჩაიარა და მხარეებმა საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტი განიხილეს.

განსახილვლელ საკითხებს შორის იყო, ყველა ის სადაო საკითხი, რომელზეც ყურადღება საყოველთაო სახალხო განხილვის დროს გამახვილდა.

„შეხვედრამ საქმიან გარემოში ჩაიარა და ძალიან პროდუქტიული იყო. როგორც ჩანს უახლოეს მომავალში ბერლინში გაიმართება კონფერენცია, სადაც უფრო დეტალურად მოხდება საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვა. შეხვედრისას ყურადღება რამდენიმე საკითხზე გამახვილდა. საპარლამენტო მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები არ გამოთქმულა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველობის ასეთ მოდელზე გადასვლის შემთხვევაში, აუცილებელია საპარლამენტო არჩევნების კანონმდებლობის დახვეწა. გარდა ამისა, საუბარი იყო, თუ რამდენად კარგი არის ბლოკების აკრძალვა და რამდენად წაადგება ეს ჩვენს განვითარებას. გარკვეული კრიტიკული კითხვები და მოსაზრებები იყო გამოთქმული ე.წ. ბონუსის შემოთავაზებულ სისტემასთან დაკავშირებით. საუბარი იყო, რამდენად საჭიროა ეს სისტემა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია კოალიციურად მართვის გამოცდილება ჩვენნაირი ქვეყნისთვის და რამდენად ხელს შეუშლის ამას ე.წ. ბონუსის სისტემა.“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტი მდივანმა ანა დოლიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42