ქვეყანას თავი მოეჭრა როცა პრეზიდენტი და პრემიერი ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ - კობახიძე
პოლიტიკა - 17:06, 12 May, 2017     7745
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს.


ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თელავში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძემ დღეს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა 2023 წლიდან ამოქმედდება.

„არანაირი შიში არ არსებობს და საპარლამენტო სისტემისთვის ბევრად უკეთესია, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით არჩეული იყოს“ - აღნიშნა კობახიძემ.

დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის მომხდარი ფაქტიც შეაფასა და თქვა, რომ „მთელ ქვეყანას თავი მოეჭრა“.

„წარსულის გამოცდილებამაც გვაჩვენა, რომ პირდაპირ არჩევნებს უარყოფითი გავლენა ამ წლების განმავლობაშიც ჰქონდა. მათ შორის, უფლებამოსილების განაწილებაზე. ყველას ერთად მოგვეჭრა თავი, როცა პრეზიდენტი და პრემიერი ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ. მთელ ქვეყანას თავი მოეჭრა და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პირდაპირი ლეგიტიმაცია იყო, რასაც ვამბობთ, რომ უფლებამოსილებასა და ლეგიტიმაციას შორის დისბალანსია. შავით თეთრზე წერია, რომ ეს პრემიერის პრეროგატივა იყო და ასოცირების შეთანხმებაზე ხელი პრემიერს უნდა მოეწერა“, - განაცხადა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42