პრემიერმა ესტონეთს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი უწოდა და იქ გატარებული წლები გაიხსენა
პოლიტიკა - 16:15, 12 May, 2017     1291
საქართველოსა პრემიერ-მინისტრმა ესტონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადება გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილმა იური რატასს მადლობა გადაუხადა მასპიპნძლობისთვის და განაცხადა, რომ ეს ვიზიტი მისთვის პირველია პრემიერი რანგში, თუმცა მას ესტონეთში 3 წელი აქვს გატარებული, მაშინ როდესაც ის საბჭოთა ჯარში მსახურობდა.

„ესტონეთს პირველად 31 წლის წინ ვესტუმრე, როდესაც საბჭოთა ჯარში ვმსახურობდი. სამი წელი გავატარე აქ და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სულისკვეთებამ, რომელიც აერთიანებდათ ესტონელებსა და ქართველებს - დამოუკიდებლობის სულისკვეთებამ.“- განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერის თქმით ესტონეთი საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მტკიცე მხარდამჭერი:

ჩვენ მივესალმებით ესტონეთის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერას, რაც წარმოადგენს თქვენი მომავალი თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტს. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ ნოემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ბრიუსელში, რომელიც, ჩვენი მოლოდინით, მოიტანს პრაქტიკულ შედეგებსდა, ამავე დროს, დასახავს ჩვენი ურთიერთობების განვითარების შესახებ მომავალზე და წინსვლაზე ორიენტირებულ ხედვას.

ესტონეთი არის საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი. ამ მხარდაჭერისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე. უვიზო რეჟიმის შემოღება კი გახლავთ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითი. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა მადლობა მოვახსენო ესტონეთსა და მის პრემიერ-მინისტრს ამ რთულ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ესტონეთი არის მისაბაძი მაგალითი საქართველოსთვის. მოგახსენებთ დიდ მადლობას მეგობრობისა და პარტნიორობისთვის ამ წლების განმავლობაში, ასევე ჩვენი ყველა ძალისხმევის მხარდაჭერისთვის, ნატოში ინტეგრაციის დღის წესრიგის ჩათვლით.“- აღნიშნა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა ოკუპირებულ რეგიონებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ესტონეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო მე-19 საუკუნიდან მოყოლებული აფხაზეთში მცხოვრები ესტონელებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები. კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკისადმი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონეთის პრემიერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42