საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონელ კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა - 15:23, 12 May, 2017     1147

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში, ესტონელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილს იური რატასმა სტენბოკის სასახლეში უმასპინძლა.

შეხვედრის ძირითადი თემები არაერთ სფეროში საქართველო-ესტონეთის ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებული განვითარება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონეთს წარმატებები უსურვა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებაში, რომელსაც ქვეყანა უახლოეს მომავალში დაიწყებს.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ესტონეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტად აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერის გამოცხადებას და იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი პრაქტიკული და ხელშესახები შედეგებით დასრულდება. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ყველა ის პოლიტიკური და მატერიალურ-ტექნიკური შედეგი, რომელიც შეიძლება, სამიტს მოჰყვეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონეთს საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ამ კონტექსტში პრემიერმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია.
მხარეების შეფასებით, 2017 წელი მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობებშიც, რადგანაც წელს აღინიშნება საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავი. პრემიერ-მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მრავალი მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკა; ასევე, ისაუბრეს პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არსებული თანამშრომლობა სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასთან, რომელიც ესტონურ მოდელზე დაფუძნებულ საგადასახადო რეფორმას, მეწარმეობის ხელშეწყობას, ელექტრონულ მმართველობას და საგანმანათლებლო რეფორმას მოიცავს.
პრემიერ-მინისტრებმა ისაუბრეს სამეცნიერო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ასევე "სტარტაპების" ხელშეწყობის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალზე.

შეხვედრისას, ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

შეხვედრის შემდეგ, იური რატასმა ქართველ კოლეგას სტენბოკის სასახლე დაათვალიერებინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42