არაინფორმირებული საზოგადოება და ქართული ენის პოპულარიზაციის ნაკლებობა - გია ხუხაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებზე
პოლიტიკა - 15:04, 12 May, 2017     2560
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილი ცნობილია.

კვლევის საველე სამუშაოების NDI-ის დაკვეთით CRRC-იმ 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხული 2 493 მოქალაქე წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) შეირჩნენ და პირისპირ ინტერვიუს სახით გამოიკითხეს. კვლევის ცდომილების ზღვარი 2,7 პროცენტია.

კვლევის მიხედვით,საქარველოში ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა კვლავ მაღალია. 63% მთავარ საფრთხედ რუსეთის სამხედრო აგრესიას ასახელებს, თუმცა ამავე გამოკითხვაში ვხედავთ, რომ 42% საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფით მოვლენად აფასებს. IND-ის მიერ გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს. დღეს გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით რუსული პროპაგანდა ქართულენოვანი სატელევიზიო არხების საშუალებით ვრცლელდება.

NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად არასაკმარისია ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ, გამოკითხულთა 23 %-ს საქართველო ნატოს წევრი ჰგონია, 29 % თვლის რომ ნატო წევრებად მხოლოდ ევოპულ ქვეყნებს იღებს. 17% კი ნატოს ეკონომიკურ გაერთიანებად თვლის.

"ნიუპოსტი" საკითხზე პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, რუსეთის ნომერ პირველ საფრთხედ დასახელება ლოგიკურია. რაც შეეხება საქართველოში რუსული პროპაგანდის გაძლიერებას, მისი თქმით, ეს მოსაზრება გადაჭარბებულია.

"თუ რუსული პროპაგანდის გაძლიერების არგუმენტი ის არის, რომ გამოკითხულთა 42 % საბჭოთა კავშირს მისტირის, ვფიქრობ არასწორია. ეს 42 % პროპაგანდის შედეგი არ არის - ეს არის ნოსტალგია. თუ ასაკობრივ ჯგუფებს გადავხედავთ, უფრო ასაკოვანი ადამიანები მისტირიან საბჭოთა კავშირს. ეს ადამიანები თვლიან, რომ კეთილდღეობითი პარამეტრი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდა, შესაბამისად თვლის, რომ დაშლა იყო ცუდი და არა იმის გამო, რომ რუსული პროპაგანდაა მაღალი. ქართულ სინამდვილეში რუსული პროპაგანდის გავლენებზე საუბარი გადაჭარბებული და დრამატიზებულია. თუ კვლევა აჩვენებს, რომ ხალხი ასე თვლის, იმ კონტრპროპაგანდის შედეგია, რომელზეც სამოქალაქო სექტორი აპელირებს"- განაცხადა "ნიუპოსტთან" საუბრისას ექსპერტმა.

ხუხაშვილი თვლის, რომ არაქართულენოვან დასახლებებში ხელისუფლების მხრიდან აგრესიული მიდგომა შედეგს არ გამოიტანს.

"ჩვენ უფრო ზუსტები უნდა ვიყოთ არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესში. მათში ჩვენ საქართველოს მოქალაქეები უნდა აღვზარდოთ და პრობლემურ რეგიონებში ქართული ენის პოპულარიზაცია, ძალიან მნიშვნელოვანია. აქაც ხელისუფლების შეცდომებია, აკრძალვა არ არის მეთოდი, ეს ყოველთვის უკურეაქციას გამოიწვევს. მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას უნდა დავუთმოთ დიდი ყურადღება, ამ ადამიანებს ელემენტარულად ქართული ენა უნდა ვასწავლოთ. მათ ქართული ენა სრულფასოვნად არ იციან და შესაბამისად, ინფორმაციას რუსულ ენაზე იღებენ. არა იმიტომ, რომ უნდათ, არამედ, იძულებულები არიან"- განმარტა მან.

"ნიუპოსტმა" რესპონდენტს NDI- ის კვლევის იმ ნაწილის შეფასებაც სთხოვა, რომლის მიხედვითაც 18-35 წლის ასაკობრივ ჯგუფში ყოველი მეხუთე ადამიანი მიიჩნევს, რომ რუსეთში დემოკრატიაა. ექსპერტის თქმით, 21 %, რომელიც ასე ფიქრობს დრამატული სულაც არ არის.

"უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში 20-დან 30 %-მდე ევროსკეპტიციზმი არსებობს. ამ განწყობის ადამიანების არსებობა პრორუსობას პირდაპირ არ ნიშნავს, თუმცა ისინი რუსეთში არსებულ მდგომარეობას ვარდისფერი სათვალეებით უყურებენ. ამ ადამიანების აზრით, მიუხედავად იმ აპელირებისა, რომ ევროკავშირთან ასოცირდება კეთილდღეობაა, ამ ნაბიჯმა მათ კეთილდღეობა არ მოუტანა და შესაბამისად ამ განვითარების ვექტორს სკეპტიკურად უყურებენ და დიამეტრალურად საწინააღმდეგო მიმართულებას ეძებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 20 % ეს არ არის ის კრიტიკული ზღვარი, საიდანაც ჩვენ რადიკალურ ქმედებებზე გადავიდეთ. მსგავსი განწყობებია განვითარებულ ქვეყნებშიც. ევროპაში პუტინის ფანები არიან, ევროპაში ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ფრთას თუ დავაკვირდებით, იგივე პროცენტზე გავალთ, რაც საქართველოშია. ამას აჩვენებს ევროპული არჩევნების შედეგებიც"- განმარტა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის ქონას, ექსპერტი ამ შედეგს ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის არარსებულ კომუნიკაციის შედეგს უკავშირებს.

"ხელისუფლებასა და ხალხს შორის კომუნიკაცია ძალიან სუსტია. საინფორმაციო არხები თითქმის არ გამოიყენება იმ ვექტორის პოპულარიცაზიისთვის, რა არჩევანიც ქვეყანამ გააკეთა. მსგავსი არაინფორმირებულობა საბოლოო ჯამში მსგავს კურიოზებს იწვევს, როდესაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ ჩვენ უკვე ნატოში ვართ"- განუცხადა "ნიუპოსტს" გია ხუხაშვილმა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის პოლიტიკური ნაწილი სრულად ორშაბათს გამოქვეყნდება.
საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიმართ 15 მაისს გახდება ცნობილი .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42