“აშშ-მა ყურადღება მიაპყრო რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის ადრესატ ქვეყნებს. ის კვირიკაშვილის გარდა შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, პაველ კლიმკინს და რა თქმა უნდა ოკუპანტი ქვეყნის პირველ დიპლომატს სერგეი ლავროვს.
აშშ მთავარი აქტორია მსოფლიო პოლიტიკაში და მერწმუნეთ ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ოკუპანტის ზღვარგადასული იმპერიალისტურ-შოვინისტური ვნებების წინააღმდეგ, ამის ერთგვარი სიმბოლური, თუმცა შინაარსობრივად მნიშვნელოვანი დასტურია მისი ხელმოწერა დოკუმენტზე, რომლითაც ყველა სახელმწიფოს უუქმდება და ვერ მიიღებს ამერიკელი ხალხის ფინანსურ დახმარებას, ვინც ოკუპირებული აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ისე როგორც ოკუპანტი რუსეთი.
ცხადია პოზიტიური ფაქტია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა დონალდ ტრამპთან, იმედი მაქვს საქართველოს ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას, გაყვება ეროვნულ ინტერესებს, გაემიჯნება კრემლის დირექტივებს და თუ ვერ შეძლებენ ამ უკანასკნელისგან გათავისუფლებას, შეგახსენებთ, რომ ამერიკა საქართველოს პარტნიორია და არა ცალკე აღებული რომელიმე ხელისუფლების'' - აღნიშნავს ირაკლი ღლონტი.
მასალის გამოყენების პირობები






