NDI-ის კვლევა: ევროკავშირის და ნატოს მხარდაჭერა მზარდია; რუსეთი აღიქმება საფრთხედ
პოლიტიკა - 11:22, 12 May, 2017     1170
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, 2016 წლის ნოემბრის მერე, ევროკავშირის მხარდაჭერა 71 პროცენტიდან 80 პროცენტამდე გაიზარდა. წინა კვლევების მსგავსად, ევროკავშირის მხარდაჭერა შედარებით დაბალია უფროსი ასაკის ადამიანებში (70 პროცენტი, მაშინ როცა ახალგაზრდებს შორის ეს მაჩვენებელი 84 პროცენტია) და ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში (54 პროცენტი). ევროკავშირში წევრობის სურვილი, ძირითადად, ეკონომიკური და დასაქმებასთან დაკავშირებული ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა გაწევრიანების მხარდამჭერებს ასევე მიაჩნიათ, რომ წევრობა საქართველოს უსაფრთხოებასა და დემოკრატიას გააძლიერებს. მათგან ვინც არ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ წევრობა რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევს, ხოლო მეოთხედს (24 პროცენტი) სჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ეროვნულ იდენტობას შეასუსტებს.

მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (92 პროცენტი) ინფორმირებულია ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ, თუმცა ეს მაჩვენებელი დაბალია უმცირესობათა დასახლებებში (64 პროცენტი). უმრავლესობის აზრით (78 პროცენტი), უვიზო მიმოსვლის მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობა ფინანსურად ვერ გასწვდება ევროპაში მოგზაურობას. უმრავლესობა, 64 პროცენტი, ასევე ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის წესებისა და პროცედურების შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს. მიუხედავად ამისა, 67 პროცენტი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავა. მეტიც, მოქალაქეების მეოთხედი ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლა ქართული “მენტალიტეტისა და ეროვნული იდენტობის დაკარგვას” გამოიწვევს.

ნატოს მხარდაჭერა კვლავაც მყარია - 68 პროცენტი ემხრობა ორგანიზაციაში წევრობას. ევროკავშირის მსგავსად, ეს მხარდაჭერა შედარებით დაბალია უფროსი ასაკის ადამიანებში და უმცირესობათა დასახლებებში. ნატო-ში გაწევრიანების მომხრეები ფიქრობენ, რომ ეს გაზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას (71 პროცენტი), ამასთანავე 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ ნატოს წევრობა სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას. ნატო-ში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს რუსეთის მხრიდან აგრესიას გამოიწვევს. კვლევიდან ჩანს, რომ მოსახლეობაში ნატოს შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. მაგალითად, მოსახლეობის მეოთხედი (23 პროცენტი) ფიქრობს, რომ საქართველო უკვე ნატო-ს წევრია.

“საქართველოს მოსახლეობა კვლავაც აგრძელებს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდაჭერას,” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა,

- “თუმცა, ცხადად ჩანს დეზინფორმაციის კამპანიების შედეგი, განსაკუთრებით მოსახლეობისგარკვეულ სეგმენტებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი მოსაზრებების არსებობა, როგორიცაა ის, რომ ევროკავშირი და ნატო გამოიწვევს რუსეთის მხრიდან აგრესიას და დააზარალებს საქართველოს კულტურასა და იდენტობას.” - ამბობს თორნტონი -

“მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ლიდერებმა და სხვადასხვა პასუხისმგებელმა მხარეებმა მეტი ენერგია და ინფორმაცია მიმართონ ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისკენ როგორიცაა უფროსი ასაკის ადამიანები, სოფლის მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონები. დეზინფორმაციის საპასუხოდ მათ ეფექტური და პრევენციული მესიჯების გავრცელება უნდა განაგრძონ”. მოსახლეობის უმრავლესობა (78 პროცენტი) მიიჩნევს, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მოსახლეობის თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ ბოლო წლებში რუსეთმა უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე (41 პროცენტი), უსაფრთხოებასა (41 პროცენტი) და პოლიტიკაზე (42 პროცენტი). უფრო მეტიც, 47 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს -- ამას მხოლოდ 27 პროცენტი არ ეთანხმება. მათი აზრით, პროპაგანდა ქართული ტელევიზიების, პოლიტიკური პარტიებისა და სოციალური მედიის საშუალებით ვრცელდება.

მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმის თაობაზე, თუ რამდენად კარგი ან ცუდი მოვლენა იყო საბჭოთა კავშირის დაშლა: 48 პროცენტი ამბობს, რომ კარგი იყო, 42 პროცენტი კი - ცუდი. მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ არსებობს ალბათობა, რომ უფროსი ასაკის ადამიანები, უმცირესობათა დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეები, საშუალო ან უფრო დაბალი განათლების მქონენი და ისინიც ვინც ნაკლებად ხედავენ უვიზო მიმოსვლის სარგებელს საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად მიიჩნევდნენ. მეტიც, დიდი ალბათობით ადამიანები, რომლებიც არ ფლობენ ინგლისურ ენას და არ აღიარებენ რუსული პროპაგანდის არსებობას, ასევე, არ მიესალმებიან საბჭოთა კავშირის დაშლას. ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მოქალაქეების ნახევარს (52 პროცენტი) მიაჩნია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, მაშინ როდესაც მეორე ნახევარი არ იზიარებს ამ მოსაზრებას. საქართველოში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას ყველაზე კარგად აშშ (35 პროცენტი), საქართველო (12 პროცენტი) და რუსეთი (10 პროცენტი) უზრუნველყოფენ. რაც შეეხება საფრთხეებს, 63 პროცენტმა - რუსეთი, 6 პროცენტმა - თურქეთი, 5 პროცენტმა კი აშშ დაასახელა. მოსახლეობის უმეტესობა (82 პროცენტი) მხარს უჭერს სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას და აცხადებს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს (48 პროცენტი) ან იგივე დარჩეს (32 პროცენტი).

“აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობებს, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით ეძებს. ეს მიუთითებს მოქალაქეების რწმენაზე, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და შიდა მდგრადობის გაძლიერება.”

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,7 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და მას ატარებს CRRC საქართველო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42