საქართველო და იტალია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ
პოლიტიკა - 10:40, 12 May, 2017     1272
საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მისალოცი წერილები გაცვალეს.

კოლეგისადმი მიწერილ წერილში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიის პირველ დიპლომატს საიუბილეო თარიღი მიულოცა და აღნიშნა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ ისტორიული კავშირები, ასევე დღეს არსებული წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკურ, კულტურულ, განათლების და სხვა სფეროებში.

“ჩვენ ორ სახელმწიფოს ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს უძველესი დროიდან იღებს. თუმცა, ჩვენ განსაკუთრებით გვაკავშირებს არამხოლოდ ჩვენი წარსული, არამედ ასევე საერთო მომავალი. ორივე ქვეყანა იზიარებს საერთო ფასეულობებს, ისევე როგორც მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის საერთო ხედვას“ - ნათქვამია წერილში, რომელშიც მიხეილ ჯანელიძე მადლიერებას გამოთქვამს იტალიის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანჯელინო ალფანომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელისადმი მიწერილ წერილში გაიხსენა იტალიელი ოჯახების ძალისხმევა, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს იტალიაში მასპინძლობდნენ. წერილში საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ალფანომ მნიშვნელოვანი მოვლენა და ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი მეგობრობის დასტური უწოდა.

„წელს, რომის ხელშეკრულების დადებიდან, ევროპული ინტეგრაციის გზაზე პირველი ძირეული ეტაპის სამოცი წლისთავს აღვნიშნავთ. ვაცნობიერებთ რა, ევროკავშირის როლს ჩვენი ქვეყნების მშვიდობისა და კეთილდღეობის გზაზე, მტკიცედ ვუჭერთ მხარს თბილისსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით, ახლახან მიღწეული წარმატება, რისთვისაც იტალიამ ბრიუსელში დიდი ძალისხმევა გასწია, ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და საერთაშორისო ღირებულებების გაძლიერებას“ - ნათქვამია მისალოც წერილში.

თავის წერილში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილებით გაიხსენა მიმდინარე წლის მარტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი იტალიაში, რომლის დროსაც მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ ესაუბრათ საერთო ინტერესების შესახებ. მან ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნეს-ფორუმის მნიშვნელობა, რომელზეც საქართველოსა და იტალიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა გაეღრმავებინათ უკვე არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და ასევე, მოეხდინათ ახალ სფეროებში საერთო ინტერესების იდენტიფიცირება.

ჯანელიძემ ხაზი გაუსვა კულტურის სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში ისაუბრა სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოსა და იტალიაში ყოველ წელს იმართება, ქვეყნების კულტურული, ისტორიული და სამეცნიერო ფონის გასაცნობად. წერილში მან ასევე ისაუბრა საერთო პროექტებზე და მ კუთხით გამოყო ახლახან გამართული პრეზენტაცია „Adopt a Tower Fund”, რომელიც მიზნად ისახავს სვანეთში შუა საუკუნეების კოშკების დაცვასა და აღდგენას, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ.

ანჯელინო ალფანო წერილში ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ ურთიერთობებს, აღნიშნავს ხალხთა შორის ურთიერთობების მნიშვნელობას და ამ კუთხით განსაკუთრებით გამოყოფს ახალგაზრდების ძალისხმევას. მინისტრი საქართველოსა და იტალიას შორის მომავალი, კიდევ უფრო ინტენსიური თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და იტალია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს 2017 წლის 11 მაისს აღნიშნავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42