"უკან გადადგმული ნაბიჯი"- საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით "გირჩი" საკუთარ პოზიციას აფიქსირებს
პოლიტიკა - 20:54, 11 May, 2017     1381
პოლიტიკური პარტია „გირჩი“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს. „გირჩის“ შეფასებით შემოთავაზებული ცვლილებები არის უკან გადადგმული ნაბიჯი საკუთრების დაცვის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, ხელისუფლების დანაწილებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით. „გირჩი“ აქცენტს საარჩევნო სისტემის ხარვეზებზე აკეთებს და მათი თქმით სრულფასოვანი დემოკრატიისთვის საჭიროა რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ნამდვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემა და გაუქმდეს საარჩევნო ბარიერი:

„საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა ცვლილებების პროექტი, რომელიც არავის მოსწონს, „ქართული ოცნებისა“ და მისი ექსპერტების გარდა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის მთავარი დანიშნულებაა, მაქსიმალურად შეუზღუდოს ნებისმიერ ხელისუფლებას შესაძლებლობა, ჩაერიოს ადამიანების ცხოვრებაში და ხელყოს მათი საკუთრების უფლება. როგორც შემოთავაზებული ცვლილებების თავდაპირველი ტექსტი, ისე კომისიის შემუშავებული ახალი ვერსია, სრულიად აცდენილია ამ სულისკვეთებას. სანაცვლოდ, ეს ცვლილებები გამოხატავს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მოკლევადიან ინტერესებს, რომელიც „დაბალანსებულია“ ტექსტის შემუშავებაში ჩართული სხვა ინტერესთა ჯგუფების „კეთილი სურვილებით“.

შემოთავაზებული ცვლილებები არის უკან გადადგმული ნაბიჯი საკუთრების დაცვის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, ხელისუფლების დანაწილებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

თუმცა ყველაზე ძირეული პრობლემა ისაა, რომ ახალი კონსტიტუციით კიდევ უფრო რთულდება ხელისუფლების შეცვლა. ხელისუფლების ცვლილება კი ერთადერთი შანსია მომავალში მაინც მივაღწიოთ ქვეყნის სწორ მოწყობასა და შესაბამისი კონსტიტუციის მიღებას.

ხალხზე ყალბი მზრუნველობის სხვადასხვა გამოხატულება საკონსტიტუციო ცვლილებების „ლამაზი“ შეფუთვაა, რომელიც მხოლოდ ყურადღების გადატანას ემსახურება. რეალური არსია საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც მაქსიმალურად გაუმარტივებს მოქმედ ხელისუფლებას ქვეყნის სათავეში კიდევ დიდი ხნით დარჩენას.

მიგვაჩნია, რომ აზრი არ აქვს ხელისუფლებასთან საუბარს ან კრიტიკას თემებზე, რომლებიც მათთვის სინამდვილეში ნაკლებად არსებითია. მეორეხარისხოვანი დათმობების მიღება მხოლოდ მავნებლურია, თუკი ეს ხდება მათზე მორგებული უსამართლო საარჩევნო სისტემის მიღების ფასად.

შემოთავაზებული სისტემა გულისხმობს, რომ პირველ ადგილზე გასული პარტია ავტომატურად მოიპოვებს ყველა „გაუნაწილებელ“ (ბარიერ-გადაულახავი პარტიებისთვის მიცემულ) ხმას. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ შეიძლება უმრავლესობა შეინარჩუნოს მაშინაც კი, თუ ამომრჩეველთა უმეტესობა მისი წინააღმდეგი იქნება - ანუ მიღებული ხმების 20-25%-ითაც კი.

ასეთი სისტემის ერთადერთ გამართლებად წარმოგვიდგენენ, თითქოს დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია საპარლამენტო უმრავლესობა ერთი ძალის ხელში იყოს. ეს სრული სიცრუეა: მრავალპარტიული სისტემის მქონე 160-ზე მეტი ქვეყნიდან, გამარჯვებულ პარტიას პარლამენტის 3/4 ან მეტი მხოლოდ 17 ქვეყანაში უკავია. მათ შორის მხოლოდ სამია ევროპული: რუსეთი, საქართველო და ჯუჯა სახელმწიფო მონაკო. ევროსაბჭოს წევრთა უმრავლესობაში – 33 ქვეყანაში – პირველ პარტიას საპარლამენტო მანდატების ნახევარიც კი არ აქვს, ხოლო მათგან 18-ში – მესამედიც კი.

„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ შემოთავაზებული სისტემა იტალიურია. იტალიური სისტემა ისედაც უკიდურესად იშვიათია, და გაუგებარია, რატომ გახდა მისაბაძი. მაგრამ ხელისუფლების პროექტს იტალიურთანაც ცოტა აქვს საერთო:

იტალიაში „დაკარგულ ხმებს“ მხოლოდ 40%-ზე მაღალი შედეგის მქონე პარტია იღებს;

ბარიერი 3%-იანია და არა 5%-იანი;

პარლამენტი ორპალატიანია.

და რაც მთავარია, 2013 წელს, თავად იტალიურმა საკონსტიტუციო სასამართლომ სცნო არაკონსტიტუციურად დაკარგული ხმების პირველ-ადგილოსნისთვის უპირობოდ მინიჭება (რის შედეგადაც დაწესდა 40%-იანი მინიმალური ზღვარი). ანუ „იტალიური შეფუთვით“ გვთავაზობენ სისტემას, რომელიც გაუგონარია მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის, თავად იტალიის ჩათვლით.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, „გირჩის“ კრიტიკა ძირითადად შეეხება ერთადერთ საკითხს - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებს. ჩვენ ვეცდებით დავანახოთ საზოგადოებას, თუ რა ძირეულ საფრთხეს შეიცავს „ქართული ოცნების“ პროექტი და რა ფარისევლობაზე მიდიან ე.წ. ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც მას მხარს უჭერს.

ჩვენ არ დავიხარჯებით არც ერთი სხვა ცვლილების კრიტიკაზე, არა იმიტომ, რომ მოგვწონს ისინი, არამედ იმიტომ, რომ საფრთხის წინაშეა ყველაზე მთავარი – სრულფასოვანი დემოკრატიისთვის აუცილებელი რამ - ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების შესაძლებლობა, რომელიც, თავის მხრივ, მომავალში სხვა შეცდომების გამოსწორების ერთადერთი წინაპირობაა.

რას ვითხოვთ ჩვენ?

ნამდვილ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, როგორიცაა ევროსაბჭოს ქვეყნების უმრავლესობაში და არა ისედაც უჩვეულო იტალიური სისტემის უკიდურესად დამახინჯებულ ფორმას;

საარჩევნო ბარიერის გაუქმებას.

პოლიტიკურ პარტიას პარლამენტში უნდა ჰყავდეს წარმომადგენლები იმის პროპორციულად, რამდენ ხმასაც მიიღებს. თითოეული მოქალაქის ხმა თანასწორია. ეს არის ერთადერთი სამართლიანი გზა.“- ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42