ოსური მხარე ქარელის რაიონში მავთულხლართის გაბმას აანონსებს
პოლიტიკა - 20:19, 11 May, 2017     7941
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ქარელის რაიონში ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი მავთულხლართის გაბმას აპირებს, ამის შესახებ განცხადება ერგნეთის შეხვედრებზე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა გააკეთა.

„ჩვენ განვიხილეთ დელიმიტაციისა და დემარკაციის აუცილებლობა სახელმწიფო საზღვართან. შეხვედრის მონაწილეებს მივაწოდეთ ინფორმაიცა, რომ უახლოეს მომავალში სახელმწიფო საზღვრის ცალკეულ მხარეებში საინჟინრო ნაგებობებს განვათავსებთ“- განაცხადა სანაკოევმა და ერთ-ერთ ასეთ ადგილად ქარელის სოფელ იონჩას მიმდებარე ტერიტორია დაასახელა.

აღნიშნულ განცხადებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა, ქეთევან ციხელაშვილის თქმით მორიგი პროვოკაციის პრევენციისთვის ხელისუფლება ყველა ბერკეტს გამოიყენებს.

"კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათ შორის, მომდევნო კვირას, თბილისში, ჟენევის თანათავმჯდომარეების ვიზიტი იქნება. ჩვენი ამოცანაა, რომ მსგავსი ფაქტის პრევენცია მოვახდინოთ. 2009 წლიდან მოყოლებული პერიოდულად გარკვეული ბარიკადების და დამაბრკოლებელი მონაკვეთების მშენებლობა ხდება. ცალსახად მიუღებელია და ჩვენი მიზანია, ყველა ამ მახინჯი, შემაფერხებელი ბარიკადების და მავთულხლართების დემონტაჟი მოხდეს. ეს რეგიონში არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის ქმნის სერიოზულ რისკებს, არამედ ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას ძალიან ბევრ დაბრკოლებას და პრობლემას უქმნის, რაც უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სამეურნეო მიწებზე, საძოვრებზე წვდომაში გამოიხატება. ეს ის საკითხია, სადაც ქართული მხარის პოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთიანია იმ ფონზე, როცა ამერიკისა და გერმანიის კანცლერის მხრიდან ძალიან მკაფიო განცხადებები იყო", - განაცხდა ქეთევან ციხელაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42