მისი თქმით, რაღაც ფორმით უნდა შეთანხმდნენ, რომ მსგავსი სია არაოფიციალურად არსებობდეს.
"გულწრფელად გეტყვით, ე.წ. შავი სია სამართლებრივად არ არსებობს, თუმცა რაღაც ფორმით უნდა შევთანხმდეთ, რომ არსებობდეს არაოფიციალურად",- აღნიშნა დეპუტატმა.
დეპუტატისთვის ამ ეტაპზე უცნობია პროცედურულად როგორ დარეგულირდება ეს საკითხი.
„ჩვენ პრინციპულად უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიციები და ვთქვათ, რომ ასეთი ადამიანები არიან ჩვენთვის მიუღებელი, ნონ გრატა და ალბათ, რაღაც ფორმით უნდა შევთანხმდეთ, რომ არსებობდეს არაოფიციალურად ე.წ. შავი სია და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად არიან განწყობილი ან ეწინააღმდეგებიან იმ პრინციპებს, რაც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, პრინციპულად მიუღებლები არიან. ამიტომ მოგვიწევს ამაზე ფიქრი, საერთო- საჯარო განხილვაც, თუ რა ფორმით შეიძლება ეს გაკეთდეს"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და ის საქართველოში ვეღარ შემოვა.
მასალის გამოყენების პირობები






