აფხაზეთის ე.წ. მთავრობა - ტრამპის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა აფხაზეთის იზოლაციას ემსახურება
პოლიტიკა - 16:34, 11 May, 2017     20172
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე დოკუმენტურ აღიარებას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. საოკუპაციო რეჟიმი უკმაყოფილებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და პრეზიდენტის მიერ მიღებული დოკუმენტის გამო, რომლის მიხედვითაც იმ ქვეყნებს, რომლებაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონები აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარეს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაფინანსება შეუწყდება:

„დასანანია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს აბსურდული მოთხოვნების მხარდაჭერით ჩიხურ გზაზე წავიდა, რაც მიზნად ისახავს აფხაზეთის კიდევ უფრო მეტ ბლოკადას და საერთაშორისო იზოლაციას.

თავს წარმოადგენენ რა, როგორც თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დამცველად მთელ მსოფლიოში, აშშ-ის ლიდერები დაუფარავად ატარებენ ორმაგი სტანდარტის პოლიტიკას. პრაქტიკაში იყენებენ პოლიტიკურ და ფინანსურ ზეწოლას მათთვის არასასურველ სახელმწიფოეზე, ასევე იღებენ ყველა სახის შეზღუდვებსა და სანქციებს მათთვის მიუღებელ მოქალაქეებზე.

ვაშინგტონში უნდა აცნობიერებდნენ, რომ რომ მსგავსი პრაქტიკა „წამახალისებელია“ იმ ქვეყნისთვის, რომელმაც 2008 წელს წამოიწყო სამხრეთ ოსეთში და იღებს დისკრიმინაციულ კანონებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, რაც არაფერ კარგს არ გამოიწვევს.

აუცილებელია ნათლად გვესმოდეს, რომ მხოლოდ აღიარებამ და სამხრეთ კავკასიაში არსებული პოლიტიკური რეალობების ადეკვატური აღქმამ შეიძლება შეუწყოს მხარეთა შორის დიალოგის დაწყებას. საქართველოს რევანშისტული პოლიტიკის წაქეზება და აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაცია ამ მიზანს მხოლოდ გაართულებს და გააბათილებს ჟენევის დისკუსიებში მონაწილეთა ძალისხმევას“- აღნიშნულია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42