"ზედმეტად ვერევით ქალის ორგანიზმის წარმართვის პროცესში"- საკომიტეტო მოსმენაზე აბროტზე იმსჯელეს
პოლიტიკა - 14:23, 11 May, 2017     3229
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21” მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს, რომელიც აბორტის აკრძალვასა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობს.

დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის" საკანონმდებლო წინადადების მიხედვით 12 კვირამდე ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გახდეს დასაშვები, თუ:

1. ორსული წარმოადგენს ექიმ-გინეკოლოგის დასკვნას იმის შესახებ, რომ თუ ორსულობა დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ქალი დაიღუპება;

2. ორსული წარმოადგენს ორი ექიმ-გინეკოლოგის დასკვნას იმის შესახებ, რომ ორსულობის პროცესში ქალისა და ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება;

3. ორსული წარმოადგენს ორი ექიმი-ფსიქიატრის დასკვნას, რომ თუ ორსულობა არ შეწყდება, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ქალმა სიცოცხლე სუიციდით დაამთავროს.

კანონპროექტის ინიციატორის ზვიად ტომარაძის თქმით, კანონპროექტის საჭიროება საქართველოში აბორტების დიდმა მასშტაბმა, რამაც ქვეყნის დემოგრაფიული ვითარება მნიშვნელოვნად დაამძიმა.

ზვიად ტომარაძის წინადადებას ქალის უფლებებში ზედმეტად ჩარევად მიიჩნევს უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი და აცხადებს, რომ გარკვეული შეზღუდვების დაწესებით ეს საკითხი ფარულ სივრცეში გადავა, რაც უზარმაზარ ზიანს მიაყენებს ქალის ჯანმრთელობას.

„არავინ ამბობს იმას, რომ აბორტი კარგია, მაგრამ რამდენიმე კომპონენტი შემოდის: უფლებრივი მდგომარეობა, საკითხი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აძლევს ქალს უფლებას, თვითონ გადაწყვიტოს ეს და არ შეიძლება, ჩვენ, საზოგადოებამ და კანონმა დაუწესოს, როგორ მოიქცეს.ესმის, ეს ვიღაცისთვის მორალური საკითხია, მაგრამ არ შეიძლება, ერთი მსოფლმხედველობა თავს მოვახვიოთ მეორეს და ავკრძალოთ თავისუფალი არჩევანი. ცოტა ზედმეტად ვერევით ქალის ორგანიზმის წარმართვის პროცესში და ამიტომაც მგონია, რომ დაუშვებელია კანონის ამ ფორმით მიღება.“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42