„ქოცების“ ,,გაუსუფაშვილება“ - იქნება თუ არა ალასანია უსუფაშვილის პარტიის სახე?
პოლიტიკა - 14:14, 11 May, 2017     6656
ის, რომ ექსრესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი ხანმოკლე ტაიმ-აუტის შემდეგ „დიდ ავიაციაში“, ანუ პოლიტიკაში ბრუნდება, უკვე ყველამ იცის, მაგრამ იმის შესახებ, თუ ვინ იქნებიან მის გვერდით, ჯერჯერობით უცნობია და ამის თაობაზე არც თავად „უსუფა“ საუბრობს, რომელსაც მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა.

ასეა თუ ისე, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკაში დაბრუნებას შეიძლება, საზოგადოება არა, მაგრამ პოლიტიკური წრეები დიდი ინტერესეით აკვირდებიან და, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, კულუარული ხმებიც ვრცელდება. ასე, მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ უსუფაშვილის ახალ პარტიაში, რომელიც სრული დატვირთვით 2018 წლიდან „დაიქოქება“ შესაძლოა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი, ირაკლი ალასანია ვიხილოთ.

ამ ინფორმაციის გადამოწმება „ნიუპოსტმა“ ალასანიას გარემოცვასთან სცადა. მართალია, აღნინშულ ინფორმაციაზე ღიად არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ერთი დეტალია გასათვალსიწინებელი, კერძოდ, რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთმა „თავისუფალმა დემოკრატმა“, რომელიც იმთავითვე ალასანიას მეგობარია, „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა. ეს შესაძლოა, უბრალო დამთხვევაა და მეტი არაფერი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხოვერაბში და, შესაბამისად, პოლიტიკაშიც შემთხვევით არაფერი ხდება, უნდა დავუშვათ, რომ „თავდემებიდან“ ალასანიას უახლოესი ადამიანის წასვლა შემთხვევით არ მომხდარა, ანუ გაჩნდა ვერსია, რომ ალასანია პოლიტიკაში შესაძლოა, ახალი პარტიით დაბრუნდეს.

ისე, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა ალასანიამ თავისი ცნობილი განცხადება გააკეთა, მკაფიოდ მიანიშნა, რომ პოლიტიკიდან კი არ მიოდიდა, არამედ, დროებით გადიოდა.

პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული ხმების თანამხად, ალასანია და უსუფაშვილი მეგობრები არასოდეს ყოფილან. იმასაც ამბობენ, რომ ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ივანიშვილი გამოჩნდებოდა, სხვადასხვა ოპოზიციურ ფორმატში ყოფნის დროს, „რესპები“ ალასანიას მუდმივად „ეშპილკავებოდნენ“, თუმცა ივანიშვილის ორ ყოფილ თანაგუნდელს მაშინაც და ახლაც ერთი საერთო მახასიათებელი ჰქონდათ და აქვთ: ორივე მკვეთრად პროდასავლური ღირებულებების მატარებელია. ალბათ, ამიტომაც არსებობს მოსაზრება, რომ ალასანია და უსუფაშვილი პოლიტიკაში ტანდემით დაბრუნდებიან, ანუ შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ალასანია უსუფაშვილის პარტიაში ვიხილოთ, თუმცა ამ ინფორმაციას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოფიციალურად არავინ ადასტურებს.

რაც შეეხება უსუფაშვილის პარტიას, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკური გაერთიანების სახელი, ისევე როგორც სხვა დეტალები, უცნობია, თუმცა ზოგი ეჭვობს, რომ უსუფაშვილს შესაძლოა, კონსულტაციები ყოფილ პრემირთან გაევლო. ამ ეჭვს ის უფრო რეალურს ხდის, რომ ძალიან ბევრი „ქოცი“, ანუ „ოცნებასთან“ აფილირებული სუბიექტი ბოლო დროს იგივე სოციალურ ქსელში უსუფაშვილის მიმართ სიმპათიას ღიად გამოხატავას. არადა, ეს ადამიანები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ „ოცნების“ თავგამოდებული მეხოტბეები და ფანები იყვნენ.

კულუარებში დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ ივანიშვილი „ოცნებისგან“ გამიჯვნას ცდილობს. მან ჯერ კიდევ იმ დროს, როცა პრემიერი იყო, თქვა, რომ „ოცნების“ ოპოზიციას ხელისუფლებისგან შექმნიდა.

მოლოდინი იმისა, რომ უსუფაშვილმა ქართულ პოლიტიკაში დიდი გარდატეხა მოახდინოს, ნაკლებია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტი არგუმენტი გაჩნდება „უსუფასა“ და ივანიშვილის შესაძლო ფარული კავშირის შესახებ, ამ ფაქტის მთავარი „მესიჯი“ ის იქნება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ოცნებისთვის“ შეიძლება, ერთგვარი რექვიემი გახდეს.

ამიტომაც არის, რომ იგივე ის ადამიანები, რომლებიც არცთუ შორეულ წარსულში „ოცნების“, როგორც პარტიის, წევრები არა, მაგრამ ფანები იყვნენ და ასევე, სახელმწიფო უწყებებში არიან დასაქმებულები, უსუფაშვილის ჯერ არშექმნილი პარტიის შესახებ საკუთარ „ფეისბუქგვერდებზე“ ღია მხარდაჭერის გამოხატვას არ ერიდებიან.“

სხვათა შორის, „ნიუპოსტს“ იმასაც ეუბნებიან, რომ უსუფაშვილმა თავის ახალი პარტიის კარი თითქოს ყველა იმ ადამიანისთვის დაკეტა, რომელიც სხვადასხვა დროს „რესპუბლიკელების“ ე.წ. „ლიდერშიფში“ იყო.

ძნელი სათქმელია, ეს ინფორმაცია რეალურია თუ არა, მაგრამ ამთავითვე ცნობილია, რომ უსუფაშვილის პარტიაში არ იქნება, მაგალითად, მისი მეუღლე თინა ხიდაშელი. ასევე, არსებობს დაუზუსტებელი ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ პარტიაში არ შევა ვახტანგ ხმალაძე, თუმცა „ნიუპოსტის“ მონაცემებით, პირველ ეტაპზე უსუფაშვილი და ხმალაძე გარკვეულ მოლაპარაკებებს მართავდნენ.

მოკლედ, გარედან ისე ჩანს, რომ „ქოცების“ დიდი „განქოცება“, ანუ გაუსუფაშვილება მიმდინარეობს, თუმცა ეს ყველაფერი მაინც კულაურული და დაუდასტურებელი ინფორმაციაა, რომლის სინამდვილეც ცნობილი ეტაპობრივად გახდება...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42