"ეს გადაწყვეტილება სასამართლოს სრული კონტროლისკენაა მიმართული" - კახიძე უვადოდ არჩეულ მოსამართლეებზე
პოლიტიკა - 13:25, 11 May, 2017     1051
"ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი ოთო კახიძე ​მიხეილ ჩინჩალაძესა და ოთარ სიჭინავას სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლეებად გამწესებას ნეგატიურად აფასებს.

როგორც დეპუტატმა "ნიუპოსტთან" აღნიშნა, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის სრული დაქვემდებარების მცდელობაა.

"ეს გადაწყვეტილება მიმართულია სასამართლოს სრული კონტროლისკენ, იმისთვის რომ ამ ჯგუფის მეშვეობით, ივანიშვილის ხელისუფლებამ სასამართლოს დაქვემდებარება განაგრძოს. ამასთან ეს გადაწყვეტილება მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებას ხელს უშლის"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ოთო კახიძემ.

მისი შეფასებით, "სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხია და მათი ლოიალურობა ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ".

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კენჭისყრის შედეგები ცნობილია: უვადოდ გამწესდნენ მიხეილ ჩინჩალაძე - სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში და ოთარ სიჭინავა - სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში. სააპელაციო სასამართლოში სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა შორენა ყაველაშვილი.

რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს, გიორგი ჩემიამ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავებისთვის იუსტიციის საბჭოში საკმარისი ხმები ვერ მიიღო. ამასთან, პროკურორი რევაზ ნადოი მოსამართლედ ვერ დაინიშნა.

დღეს სულ 77 კანდიდატს უყრიან კენჭს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42