„რევოლუციური გადაწყვეტილება - იმაზე დიდი დანაშაული ვიდრე ციხეში გაუპატიურებაა" - ხატიაშვილი უვადოდ არჩეულ მოსამართლეებზე
პოლიტიკა - 13:23, 11 May, 2017     2389
"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ​მიხეილ ჩინჩალაძისა და ოთარ სიჭინავას სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეებად უვადოდ დანიშვნას ბოროტებას უწოდებს.

როგორც "ნიუპოსტს" ხატიაშვილმა თემის კომენტირებისას განუცხადა, - "ბიძინა ივანიშვილმა "ტროიკის" დანიშვნით გაყალბებული არჩევნების სანაცვლოდ ხარკი გადაიხადა".

"ეს იმაზე დიდი დანაშაულია ვიდრე ციხეში გაუპატიურება. ჩემი შეფასებით ეს ადამიანი ყველაზე დიდი ბოროტებაა. ეს არის რევოლუციური გადაწყვეტილება, რომელიც თვით სააკაშვილის რეჟიმმაც კი არ ჩაიდინა, ამ "ტროიკიდან" ყველაზე გავლენიანი მურუსიძისა და ჩინჩალაძის უვადოდ დანიშვნა. იმას რაც ახლა ხდება, საქართველოს მტრები ჯალალ ედ დინი, შაჰ აბასი აკეთებდა, დღეს იგივე ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა - მოსპო სამართალი, საქართველს იმედი მოსპო. საქართველოში დაბადებული ბავშვის ბედი ჩინჩალაძის სასამართლოს ხელში იქნება, წარმოგიდგენიათ რა გააკეთა?! ხელისუფლებამ გადაიხადა ხარკი გაყალბებული არჩევნებისთვის, რადგან სასამართლომ ერთი უბანიც კი არ გადაიხადა. რადგან მურუსიძეებმა ბიძინა ივანიშვილის საკონსტიტუციო უმრავლესობა უზრუნველყვეს"- უთხრა "ნიუპოსტს" ზაზა ხატიაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კენჭისყრის შედეგები ცნობილია: უვადოდ გამწესდნენ მიხეილ ჩინჩალაძე - სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში და ოთარ სიჭინავა - სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში. სააპელაციო სასამართლოში სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა შორენა ყაველაშვილი.

რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს, გიორგი ჩემიამ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავებისთვის იუსტიციის საბჭოში საკმარისი ხმები ვერ მიიღო. ჩემიას კანდიდატურა სხვა ტანამდებობაზე კვლავ განიხილება.

დღეს სულ 77 კანდიდატს უყრიან კენჭს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42