პრეზიდენტის წარმომადგენელი მოსამართლეთა დანიშვნის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
პოლიტიკა - 11:12, 11 May, 2017     1129
მოსამართლეთა დანიშვნის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის წარმომადგენელი. ვახტანგ მჭედლიშვილი განმარტებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ავრცელებს. ვახტანგ მჭედლიშვილი ითხოვდა რომ კენჭისყრა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩატარებულიყო, თუმცა უშედეგოდ.

"პატივცემულო კოლეგებო, მსურს გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში გამოცხადდა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი.

2017 წლის 31 მარტის სხდომაზე წარმოვადგინე ჩემი მოსაზრებები კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებიდან. აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა იმ კანდიდატებთან მიმართებით, რომლებსაც აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. საბჭოს შევთავაზე, რომ პროცესის მიმართ ბუნდოვანებისა და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე კენჭისყრა ჩატარებულიყო მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მიიღებდა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის ალტერნატიულ ვერსიას, რომლის ვადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა მიმდინარე წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული წინადადება საბჭოს უმრავლესობის მიერ არ იქნა გაზიარებული."- აღნიშნულია მჭედლიშვილის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42