ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ლევან იზორიამ თურქ კოლეგასთან ფიქრი ისიკთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა. განსაკუთრებული ყურადღება უახლოეს მომავალში ბათუმში დაგეგმილ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ მინისტერიალზე გამახვილდა, რომლის დროსაც თავდაცვის მინისტრები სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ. დოკუმენტი სამხედრო სფეროში ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას თურქეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ახლო მეგობარია. საუბარი სამხედრო განათლების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობასაც შეეხო. საუბრის ბოლოს კი, ლევან იზორიამ კოლეგა თურქეთის მაღალი რანგის სხვა სტუმრებთან ერთად ოქტომბერში, საქართველოში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე მოიწვია.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შუაი ალფაის და სახმელეთო ჯარების სარდალს, გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, არმიის გენერალ სალიჰ ზექი ჩოლოქს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები






