საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 16:05, 10 May, 2017     1069

საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისშესრულების 3 თვის ანგარიში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის 2017წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულმა ასიგნებებმა დაახლოებით 35, 122 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 30, 618 ლარი, რაც მისივე თქმით, 87,2%-ს შეადგენს და წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3 535 ათასი ლარით მეტია.

გიორგი კაკაურიძემ პირველი კვარტლის შესრულება საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიხედვით მიმოიხილა. როგორც მან აღნიშნა,საგარეო პოლიტიკის განხორციელება გეგმის მიხედვით 35 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა 30, 5 მლნ ლარით შესრულდა. საგარეო პოლიტიკის დაგეგმვასა დამართვაზე განსაზღვრული იყო 30 მლნ ლარი, შესრულდა - 27 მლნ ლარით. საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული ფინანსური ვალდებულებებისუზრუნველყოფაზე დაგეგმილი იყო 4, 9 მლნ ლარი, შესრულდა 3,5 ლარი. მან, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების თარგმნის,საერთაშორისო ურთიერთობების დარგში მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის დაგეგმილი და შესრულებული ფინანსური მაჩვენებლების თაობაზე.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, სალომე ზურაბიშვილის შენიშვნით, ანგარიშში არ არის წარმოდგენილი ცალკე თავიდიასპორის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გეგმისა და შესრულების შესახებ, რაც, მისივე მოსაზრებით, პარლამენტში ფინანსთა სამინისტროსმიერ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარმოდგენისას მომავალში გათვალისწინებული უნდა იყოს. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დიასპორისღონისძიებებზე გამოყოფილია 400-500 ათასი ლარი. „ღონისძიებების შინაარსიდან გამომდინარე. ამ თანხას შესაძლოა კიდევ დაემატოს“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ადა მარშანიას შენიშვნით, ბიუჯეტი უფრო დეტალურად უნდა იყოს გაწერილი და დაწვრილებითი ინფორმაცია იყოსწარმოდგენილი, რა თანხა გაიხარჯა კონკრეტული ღონისძიებების განსახორციელებლად.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, გიორგი ვოლსკის მიაჩნია, რომ საჭიროა კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრის ჩატარება, რათა დეპუტატებმა მოისმინონ თუროგორ აისახება წარმოდგენილი ფინანსები დიასპორაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42