"ამიტომ, ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. არ არის სწორი, სახალო დამცველმა ვინმეს მკვლელი უწოდოს, როცა სწორედ მან თითოეული ადამიანი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევისგან უნდა დაიცვას. სახალხო დამცველი მკვლელს უწოდებს იმ ადამიანებს - არ ვიცი, პარლამენტის წევრებს, მთავრობას, ყველას. სახალხო დამცველის პოზიციიდან გაკეთებული განცხადება არაკორექტულია. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს აქვს უფლება დააფიქსიროს, რომ შეშფოთებულია მომხდართან დაკავშირებით და ვინმეს კიდევ ერთხელ მოუწოდოს, მაგრამ სახალხო დამცველი, რომელმაც საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის უფლება უნდა დაიცვას, ვინმეს მკვლელს არ უნდა უწოდებდეს. ეს ძალიან არაპროფესიონალური, არაკორექტული შეფასებაა. სახალხო დამცველის მხრიდან ასე პოზიციის დაფიქსირება, ძალიან ცუდია", - განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგეხსენებთ სახალხო დამცველმა ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო იმ პირებს რომლებიც შრომის ინსპექციის ამოქმედებას ეწინააღმდეგებიან მკვლელები უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






