„შევხვდი მათ არაერთხელ, როგორც ოფისში, ასევე მათთან სოფელში ჩავედი. აქ არის ორი მომენტი, პირველი - ვინც ეწინააღმდეგება ზოგადად ხაზის მშენებლობას მინდა, ვუთხრა მათ, რომ არანაირი ხაზი არ გადადის სახლის სახურავებზე. დაშორებულია 100-150 მეტრით სახლებიდან. არანაირი უფლება არ აქვთ მათ, რომ გააჩერონ მშენებლობა. რაც შეეხება კონკრეტულ ადგილს, აქ ჩვენ ისედაც ვაჩერებთ სამუშაოებს ერთი კვირით, სანამ მეთოდოლოგია არ იქნება შემუშავებული. აქ სამუშაოები გაგრძელდება მაშინ, როცა მეთოდოლოგია იქნება. ეს მოხდება ალბათ ერთ კვირაში, არის მეთოდოლოგია სპეციალური უბნებისთვის. ყველაფერს აქვს საზღვარი.ჩემი აზრით, ყველანაირი რესურსი ამოწურულია. მაინც ვიმუშავებთ, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. იქ არიან არასამთავრობოები, რომლებიც მუდმივად ეწინააღმდეგებიან ჩვენ ყველა წამოწყებას, საქმე ეხება პატარა ჰესს, დიდ ჰესს, თუ რამე ხაზის გაყვანას.“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






