პრეზიდენტმა მმართველი გუნდის უშიშორების საბჭოსადმი დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ მუდმივად იყო საუბარი, ვინ მივა და ვინ არ მივა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. თითქოს პრეზიდენტის დაბადების დღის მილოცვაზეა საუბარი:
„მუდმივად იყო საუბარი, ვინ მივა და ვინ არ მივა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. თითქოს პრეზიდენტის დაბადების დღის მილოცვაზეა საუბარი, მიულოცავენ თუ არა დაბადების დღეს, ან ანგელოზის დღეს“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ჰიბრიდული ომების საშიშროება არსებობს, უშიშროების საბჭოს გაუქმება არაადეკვატურია.
„მინისტრი მოვა თუ არ მოვა, პრემიერი დაესწრება, თუ არ დაესწრება, ამ რეჟიმში გადავიდა საომარ მდგომარეობაში არსებული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე საუბარი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილი.
მან ყველას მოუწოდა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხზე ერთად და თავდადებით იმუშაონ.
„გვერდზე გადავდოთ ყველამ ჩვენი პოლიტიკური თამაშები, პიროვნული ურთიერთობები, ამისთვის საკმარისი სფერო გვაქვს, სადაც ერთმანეთს შეგვიძლია რიტორიკულად ვიკამათოთ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






