"შრომის ინსპექცია არ არის პანაცეა. თვითონ შრომის უსაფრთხოების სისტემა არის მრავალ ეშელონიანი სისტემა და მხოლოდ შრომის ინსპექცია ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იმუშავეს კომპანიის უსაფრთხოების სისტემამ, ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციამ და სხვა უწყებებმა, მათ შორის თვითონ სასამართლო სისტემამაც. აქ არის მთელი პროცესი. 240-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმეებიდან, ბოლო 4 წლის განმავლობაში 260 საქმე აღიძრა. აქედან 60 დასრულდა გამამტყუნებელი განაჩენით, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული საპატიმრო სანქცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მუხლი ამას ითვალისწინებს. შეეფარდათ მხოლოდ პირობითი სასჯელი ან დაეკისრათ კომპენსაცია. გასაგებია, რომ დაღუპულთა ან დაზიანებულთა ოჯახებს ურჩევნიათ კომპენსაციის მიღება, მაგრამ ამის გამო პრევენციული ფუნქცია აღარ გააჩნია სასამართლოს, რადგან შიში აღარ არის ციხეში წასვლის",- განაცხადა ზოიძემ.
ზოიძოს თქმით მნიშვნელოვანია რომ ჯანმრთელობისთვის საშში საწარმოების და ორგანიიზაციების შემთხვევაში შემოღებული იქნეს დავალდებულო დაზღვევა. როგორც სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ორგანიზაციებისთვის სტანდარტი უნდა გაიზარდოს და უპირატესობა იმ ორგანიზაციებს მიენიჭოს რომლებიც წარმოადგენენ დაბუთს რომ მათთან შრომის უსაფრთხოება დაცულია და საწარმოო ტრავმები მინიმალური.
მასალის გამოყენების პირობები






