,,საინტერესო იყო ჩემი დაკვირვება: როცა "კუტოკში" ახალი ქათამი ჩავარდებოდა, ის მუდმივად ხდებოდა ბულინგის მსხვერპლი. ძველი ქათმები, კვებისას კონკურენციის დროს, ან ისე, უბრალოდ - გამეტებით უნისკარტებდნენ. ეს ახლებიც, მხოლოდ იშვიათად აღმოჩნდებოდნენ ხოლმე საკმარისად მამაცები, ხელის (ნისკარტის) შებრუნებასაც ბედავდნენ და ჩაგვრასაც სიძლიერის დემონსტრირებით გმობდნენ. ზოგ შემთხვევაში, ლიდერის როლების მისაკუთრებასაც ახერხებდნენ და ახლა ისინი ხდებოდნენ მჩაგვრელები, საერთოდ აღარ ახსოვდათ, გუშინ მათ რომ უნისკარტებდნენ.
არა და ბოლოს ყველა დაკვლის კანდიდატი იყო და არავინ იცოდა ჯერ ძველს მოუვიდოდა ეს ჟამი, თუ ახალს.
ჰოდა ეს "პატარა კაცის სინდრომით" შეპყრობილი ხალხიც ზუსტად იმ საქათმეს მაგონებს.
- სტაჟიანი მიმტანების ქედმაღლობა ახლების მიმართ, რომელსაც ხშირად გადავწყდომივარ
- ძველი სტუდენტების თუ მეგობრების "კუტოკში" ახლის შეღწევის სირთულე
- მაღალ პოზიციებზე მომუშავე ხალხის ამპარტავნება, დაბალ პოზიციებთან და "ჟოპალეზობა" უფრო მაღლებთან
- ძირძველი თბილისელების მიერ ოდნავ ნაკლებად ძირძველებისთვის თუ ჩამოსულებისთვის ზემოდან გადმოხედვა
- სტაჟიანი ტაქსისტის, სტაიანშიკის, მეზობლის და ა.შ. ამაყი გამოხედვა და ახლებთან შედარებით საკუთარი უპირატესობის ხაზგასმა
სულ მგონია, რომ მათი ჭკუა, აი იმ, ადრე თუ გვიან დასაკლავად განწირული, სულელი ქათმების გონებრივი დიაპაზონის იდენტურია... :))))“ - წერს ბლოგერი.
მასალის გამოყენების პირობები






