დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება - გახარია შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
პოლიტიკა - 23:28, 09 May, 2017     5902
ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით ტყიბულის ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა დროსაც 4 მეშახტე 400 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა, აუცილებელია გამჭვირვალე და ნათელი გამოძიების ჩატარება. გახარიას თქმით დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება


„პირველ რიგში, თანაგრძნობა უნდა გამოვუცხადოთ ყველა მეშახტეს, ყველა ტყიბულელს. ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს და გაკეთდება, ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ნათელი გამოძიება, იმ ფაქტების დადგენა, რა მოხდა, რატომ მოხდა. მეორე რიგში, დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება. და ახლა რაც მთავარია, უნდა მივხედოთ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც აქ არის და უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება შემდგომ.

სამწუხაროდ, დღეს რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ტექნიკური უფრო ტექნოლოგიური კატასტროფა და დიდი ტრაგედიაა და კიდევ ერთხელ თანაგრძნობა თითოეულ ტყიბულელს.

ამ დროის მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზე გვაქვს ტრაგიკული მოვლენა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხაზგასმით, რომ იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე გამოძიება და დადასტურების შემთხვევაში, ყველა იქნება დასჯილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკის მინისტრი ტყიბულში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით გაემგზავრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42