ლუჟკოვის მიერ ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის ხანდაზმულობის ვადის გამო უწყება მოკლებული იყო გამოძიების დაწყების სამართლებლივ შესაძლებლობას- შსს
პოლიტიკა - 21:50, 09 May, 2017     2026

საზღვრის კვეთის მომენტისთვის იური ლუჟკოვის პასპორტში არ აღინიშნებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ყოფნის მონაცემი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტება გაკეთდა.

უწყების ცნობით, იური ლუჟკოვი ქვეყანაში ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მიკროავტობუსით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სადახლოს“ გავლით, სომხეთის მხრიდან შემოვიდა.

„შესაბამის ბაზაში, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ იწარმოება, მის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული არ ყოფილა. შესაბამისად, მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორმა იგი დაუბრკოლებლად გამოატარა საზღვარზე.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ იური ლუჟკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონის დარღვევით ყოფნის დამადასტურებელი, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია, საქართველის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი ბოლოჯერ ყოფნის თარიღად 2010 წელს მიუთითებს.

ამასთან, ცნობის გავრცელების მომენტისთვის, 2010 წელს, იური ლუჟკოვის მიერ კანონის დარღვევის გამო გამოძიება არ დაწყებულა. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 322-ე პრიმა მუხლით (ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევით ყოფნა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხანდაზმულობის ვადად დადგენილია 6 წლიანი პერიოდი.

შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის გამო, შსს დღეს მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაეწყო გამოძიება“, - განმარტავენ შსს-ში.


წყარო 1tv.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42