"საქართველოს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, ევროპასა და აშშ-ში ვიზიტი დიპლომატიური მანევრია"- ღლონტი
პოლიტიკა - 19:58, 09 May, 2017     3258
პოლიტიკური პარტია ,,რეფორმატორების'' თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელში და ლუჟკოვის, როგორც დამნაშავის სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში არ მიცემის გამო მწვავე შეფასებას აძლევს ,,ქართულ ოცნებას'', მისი შეფასებით საქართველოს ხელისუფლება კოლაბორაციონისტულია:

,,საქართველოს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება ! ევროპასა და აშშ-ში ვიზიტი ეს დიპლომატიური მანევრია, რეალურად ჩვენ გვყავს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება, რომელიც არაფერს არ აკეთებს რუსული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, უფრო მეტიც სასათბურე პირობებში გვყავს რუსული სპეც სამსახურები და ამის საწინააღმდეგოდ არ მიმდინარეობს სათანადო რეაგირება.

ქვეყანა წალეკა რუსულმა პროპაგანდამ და ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ე.წ. ჰიბრიდული ომი არსებით საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მომავალს.

ქვეყნის ხელისუფლებას ჩვენი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანი თვითდინებაზე ჰყავს მიშვებული, სინამდვილეში ის ერთგულ სამსახურს უწევს კრემლს !

ხელისუფლებას თვითდინებაზე ჰყავს მიშვებული ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოება, რაც შეფასებული უნდა იქნას, როგორც კოლაბორაციული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.

იური ლუჟკოვი, რომელმაც მთელ ერს მოგვაყენა შეურაცხყოფა, ღირსეული და სამართლიანი ხელისუფლების პირობებში იქნებოდა სათანადოდ პასუხგაცემული და დასჯილი კანონის სახელით, მაშინ, როცა მას დარღვეული აქვს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ'' საქართველოს კანონი და ჩადენილი აქვს დანაშაული.

მჯერა, ხელისუფლებაში არსებობს პატრიოტი ადამიანები, რომლებიც უახლოეს მომავალში გაემიჯნებიან ანტიეროვნული ზრახვების მქონე ხელისუფლებას და დადგებიან ქართველი ხალხის გვერდით, რომელთა ინტერესი ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაა.

ბატონებო და ქალბატონებო, საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია, ჩვენ ყველა ერთად ვდგავართ ურთულესი გამოწვევების წინაშე, უნდა გადავწყვიტოთ, ვემორჩილებით და თანხმობას ვაძლევთ ანტიეროვნულ ხელისუფლებას კოლაბორაციონიზმზე, თუ საფრთხეების გათვალისწინებით ვაგრძელებთ წინააღმდეგობრივ ბრძოლას და ამ გზით ვინარჩუნებთ ქართულ დემოკრატიას და ევროპულ, ღირსეულ მომავალს.

თხოვნით მივმართავ ახალგაზრდებს, ჩემს თანატოლებს, რათა მთელი პასუხისმგებლობა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიმართ და დავიწყოთ აქტიური კონსულტაციები ეროვნული ინტერესების დასაცავად.

ქართველებო, თანამოქალაქეებო, დღეს შიშის არა, დღეს რწმენის დროა ! გთხოვთ ვირწმუნოთ საკუთარი თავი და ვირწმუნოთ საქართველო ! '' - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42