ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი წლების განმავლობაში არა ერთხელ არის ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულია.
„ლუჟკოვის ჩამოსვლა საქართველოში, რომელიც ემთხვევა 9 მაისს, არის აშკარად პროვოკაციული. ჩვენ გვაქვს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, აქედან გამომდინარე, შს სამინისტროს ვალდებულებაა დაიცვას ეს კანონი,“ - განაცხადა ენმ-ის წევრმა კოტე იოსელიანმა.
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ბოლო იმყოფება.
თავად ლუჟკოვი ამბობს, ის ქვეყანაში ტურისტული მიზნებით იმყოფება. მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა.
იური ლუჟკოვმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს.
მასალის გამოყენების პირობები






