კობახიძის თქმით პირის ქვეყანაში შემოშვება არ შემოშვების გადაწყვეტილებას შსს იღებს
პოლიტიკა - 10:21, 09 May, 2017     1990

მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტი - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტული პირის ქვეყანაში შემოშვება არ შემოშვების გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს.

„თუ საქმე ეხება ოკუპაციის შესახებ კანონს, ამ შემთხვევაში ბუნებრივია სამართლებრივი მექანიზმები ალბათ უნდა ჩაერთოს. თუმცა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, სამართალდამცავ ორგანოებზეა დამოკიდებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ბოლო იმყოფება.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, იური ლუჟკოვი საქართველოს საზღვარზე ლეგალური საბუთებით შემოვიდა.

თავად ლუჟკოვი ამბობს, ის ქვეყანაში ტურისტული მიზნებით იმყოფება. მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა.

იური ლუჟკოვმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2009 წელს იმყოფებოდა, მაშინ ამ ფაქტს საქართველოს საგარეო სამინისტროს პროტესტი მოჰყვა.

ამასთან, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42