კვირიკაშვილმა ამერიკელ სენატორებთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე ისაუბრა
პოლიტიკა - 09:43, 09 May, 2017     961

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ რონ ჯონსონს, კომიტეტის თანათავმჯდომარეს, სენატორ კრის მერფის და სენატორ ჯინ შაჰინს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს სხვადასხვა მიმართულებით გაქტიურებული ორმხრივი ურთიერთობები.

გიორგი კვირიკაშვილმა სენატორებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც შეეხო. აღინიშნა, რომ ამერიკული ბიზნესინტერესები და ინვესტიციები ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს, ისე რეგიონის ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.

სენატორთა მხრიდან ხაზი გაესვა აშშ-ს კონგრესში არსებულ მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. საუბარი შეეხო ამერიკელ კონგრესმენთა მიმართვის წერილს, სადაც მკაფიოდ არის ხაზგასმული საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობა და მიღწეული წარმატება. ყურადღება გამახვილდა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტზე, სადაც პირველად დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.


შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბოლო პერიოდში გამოჩენილი განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის.

აშშ-ის სენატში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42