,,მუქარა და ბინძური შეტევა დეპუტატის მხრიდან“ - ტვ ,,თრიალეთი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 00:53, 09 May, 2017     2279
ტელეკომპანია "თრიალეთის" საინფორმაციო სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, უმრავლესობის წევრს, ჟურნალიტის მიმართ მუქარასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

,,ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი თოთლაძის მიმართ, ქარელის მოსახლეობის მიერ დაპირებების შესრულების მოთხოვნის გაშუქების გამო, ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტებზე დაიწყო უხამსი და ბინძური შეტევა, რომელიც ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების, ქართული ოცნების წარმომადგენლების და ინტერნეტში სპეციალურად შექმნილი ე.წ. "ტროლების” მიერ.

ეს ადამიანები გაუჩერებლად, სამუშაო თუ არასამუშაო საათების განმავლობაში, ლანძღავენ და ემუქრებიან ჟურნალისტებს და ტელეკომპანია „თრიალეთს“. ჩვენი ინფორნაციით, ამ ყველაფერს მართავს და აკონტროლებს პარლამენტის წევრი გიორგი თოთლაძე.

გიორგი თოთლაძე ამჟამად არის ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი. დეპუტატად გახდომამდე იყო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შიდა ქართლის რეგიონულ ორგანიზაციაში.

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს გიორგი თოთლაძე იყო ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. ასევე, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, გიორგი თოთლაძის ცოლის ძმა მიხეილ კანდელაკი, იყო გორის პოლიციის საამმართველოს უფროსი, რომელიც ამჟამად, ქართული ოცნების ხელისუფლების დროს, მუშაობს აჭარის რეგიონში, ბათუმის ციხის უფროსად.

ეს გარემოებები განაპირობებს გიორგი თოთლაძის დიდ გავლენებს, რის გამოც ტელეკომპანია „თრიალეთს“ ექმნება თავისუფალი მუშაობის შეზღუდვის საფთხე.

ჩვენ გავაშუქეთ ადამიანების პრობლემა, რომლებიც ითხოვდნენ, წინასაარჩევნოდ, გიორგი თოთლაძის მიერ დაპირებული სხვადასხვა საკითხების შესრულებას. ჟურნალისტი რა თქმა უნდა დაუკავშირდა გიორგი თოთლაძეს, რომელმაც ტელეფონში შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, თუმცა რამდენიმე წუთში თვითონვე დაუკავშირდა და განმარტების მიცემის საშუალება ითხოვა.

ტელეკომპანიამ სრულად გადასცა სიუჟეტი, ჟურნალისტის შეურაცყოფის ჩათვლით, რის შემდეგაც დაიწყო ტელეკომპანია „თრიალეთის“ წინააღმდეგ ზეწოლა. მისმა მხარდამჭერებმა შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურეს ჟურნალისტების და არხის ხელმძღვანელობის მისამართით.

აღსანიშნავია, რომ გიორგი თოთლაძის ხელმძღვანელობის დროს და მის შემდეგაც, პარტია ”ქართული ოცნების” გორის ოფისში, ყოველთვის იგეგმებოდა ტელეკომპანია „თრიალეთის“ წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ზეწოლა, როგორც წინა ხელისუფლების დანატოვარი, ასევე ახალი მეთოდებით.

მართლაც, უკვე შეუძლებელი ხდება ასეთ პირობებში მუშაობა. ასეთი შეურაცხყოფების და მუქარების ფონზე.

მივმართავთ ქართულ ოცნებას! მივმართავთ ხელისუფლებას! შეაკავეთ თქვენი მოხელეები! ნუ აჭარბებენ უფლებამოსილებას! ნუ ახდენენ ზეწოლას თავისუფალ მედიაზე უხამსი მეთოდებით!

მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ აუხსნას პარალამენტის წევრ გიორგი თოთლაძეს, რომ პარლამენტარობა ყველაფრის გადაჭარბების უფლებას არ აძლევს!

მედია ვალდებულია მოსახლეობის პრობლემების გააშუქოს! ამის გამო კი ტელეკომპანია და იქ მომუშავე ჟურნალისტები შეურაცხყოფას არ უნდა იღებდნენ. ტელეკომპანია „თრიალეთი“ ყოველთვის დაბალანსებულად და ორივე მხარის ჩართვით ამზადებს სიუჟეტებს. საჯარო მოხელე კი ვალდებულია გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში მის მიმართ არსებობს“ - ნათქვამია ტელეკომპანია "თრიალეთის" საინფორმაციო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42