პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 17:34, 08 May, 2017     1162
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი უძღვებოდა, 17-19 მაისისპლენარული სხდომების სავარაუდო დღის წესრიგზე იმსჯელეს.

კანონმდებლები მესამე მოსმენით განიხილავენ კანონპროექტთა პაკეტს „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალა დაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მოსმენით - საკანონმდებლო პაკეტებს: „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

მომავალ პლენარულ სხდომათა დღის წესრიგშია ასევე საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციებისა და პარლამენტის წევრ რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივები სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის არის ექვსი კანონპროექტი, რომლებიც საგადასახადო კოდექსში ცლილებების შეტანას ითვალისწინებს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი კახიანს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ცვლილებები ერთ ინიციატივად იყოს წარმოდგენილი და არაცალცალკე.

როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, შენიშვნა მისაღებია, კანონპროექტების ასე წარდგენას ნამდვილად არ ჰქონია წინასწარ განზრახული მიზანი და შემდეგში ასე არმოხდება, აღნიშნული ინიციატივები კი თითქმის ორი თვის წინ დარეგისტრირდა.

იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განმარტებით, ბიუროს უფლება აქვს კანონპროექტები უკან დააბრუნოს, თუკი მას ხარვეზები აქვს, ანწარმოდგენილი ინიციატივა სამუშაო პროცესისთვის ხელისშემშლელი შეიძლება იყოს.

ბიუროს სხდომის წამყვანის, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ეს სასიამოვნო ტენდენცია ნამდვილად არაა დაიმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის წევრები კანონპროექტების მსგავსად წარდგენისგან მომავალში მაინც შეიკავებენ თავს.

პლენარულ სხდომებზე კანონპროექტების გარდა რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტის განხილვაც იგეგმება. მათ შორისაა: „საქართველოს მთავრობასა და ბოსნია და ჰერცოგოვინას მინისტრთა საბჭოს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება;

„საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება;

„თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში

„საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა დაადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის #1/2016 გადაწყვეტილება.

პარლამენტის ბიუროს მორიგი სხდომა შემდეგ ორშაბათს გაიმართება, რომელიც 17-19 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგს კიდევ უფრო დააზუსტებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42