„ხელისუფლებისგან ლუჟკოვის შემოშვება ნაკლებად გასაკვირია, მათი კურსი არის - რუსეთი არ გავაღიზიანოთ“
პოლიტიკა - 17:13, 08 May, 2017     2498
მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტმა ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია.

როგორც ლუჟკოვი ამბობს, ის ქვეყანაში ტურისტული მიზნებით იმყოფება. მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში ოთხი დღის წინ სომხეთიდან ჩამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2009 წელს იმყოფებოდა, რასაც საქართველოს საგარეო სამინისტროს პროტესტი მოჰყვა.

ამასთან, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

"ნიუპსოტი" შეფასებისთვის ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს დაუკავშირდა. ჯიპა-ს პროფესორი ამბობს, რომ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი რეალურად არ მუშაობს. მმართველ პარტიას კი ამ კანონის კიდევ უფრო შერბილების მცდელობა ბევრჯერ ჰქონდა.

"საიდუმლო არ არის, რომ ოკუპაციის კანონი დიდი ხანია არ მუშაობს, ან თუ მუშაობს ძალიან შერჩევითად. შეიძლება ვიღაც ძალიან გაჭირვებული გააჩერონ და არ შემოუშვან და გააბრუნონ უკან. ვიღაც ძალიან ოდიოზური, რომელიც აშკარად მუშაობს რუსულ სპეცსამსახურებზე, ლუჟკოვისნაირებს სამწუხაროდ არ ან ვერ აკავებენ. ათასი ვიღაცაა ლუჟკოვისნაირი ვისაც პირდაპირ, ღიად აფხაზეთში ან სამაჩაბლოშია ნამყოფი, მაგრამ მოდის. იმიტომ რომ კანონი არ მუშაობს. კანონის შერბილების მცდელობა იყო, თუმცა ორივეჯერ დაანებეს თავი, რადგან რეალურად შერბილების საჭიროება არ იყო, რადგან კანონი არ მუშაობს"- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

მისივე შეფასებით, ლუჟკოვის შემოშვება არ გაჰკვირვებია. "რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის" გათვალისწინებით შარაშენიძისთვის ის უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მესაზღვრეებმა "ღამის მგლები" საზღვრიდან უკან გააბრუნეს.

​"რეალისტურად ვიმსჯელოთ, ამ ხელისუფლებისგან გაგვიკვირდა რომ ღამის მგლები არ შემოუშვა, ლუჟკოვი რომ შემოუშვა ნაკლებად გასაკვირია. ვერც მოვთხოვდი ამ ხელისუფლებას, ლუჟკოვი არ შემოეშვა, უფრო გამიკვირდა რომ "ღამის მგლები" არ შემოუშვა. მათი კურსი ისევ და ისევ არის ის, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ"- განმარტა ექსპერტმა.

რაც შეეხება იური ლუჟკოვს, საქართველოში კანონდარღვევით შემოსული მოსკოვის ყოფილი მერი პოლიტიკურ განცხადებებს არ ერიდება და აცხადებს, რომ "აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩამოშორების შემდეგ, საქართველო უკეთ იგრძნობს თავს".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42