,,ძალიან ნუ დაგვამადლის ბატონი ლუჟკოვი პირველი სკოლის აღდგენაში დახმარებას, რადგანაც არც ის სამარცხვინო სამოქალაქო ომი მომხდარა მაგათი ჩარევის გარეშე, რის შედეგადაც პირველი სკოლა და ნახევარი თბილისი გადავწვით მაშინ.
დღეს ჩამობრძანდა და მავნებლურ და პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს.
რაც არ უნდა თქვან და გააკეთონ ლუჟკოვი, ლავროვი და მსგავსნი ვერასდროს ჩამოიშორებენ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე და ვერ შეგვაჩვევენ აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციას.
უმჯობესია, ბატონმა ლუჟკოვმა სასწრაფოდ დატოვოს საქართველო. პირადად ჩემთვის, ასეთი განცხადებების შემდეგ იგი უკიდურესად არასასურველი სტუმარია.
ჩვენ კი ხვალაც მივიღებთ და ვუმასპინძლებთ იმათ, ვისაც საქართველოში მოგზაურობა პროვოკაციებისთვის არ ესაჭიროებათ.
ეს ჩემი პირადი პოზიციაა” - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.
მასალის გამოყენების პირობები






