ე.წ. ციანიდის საქმე - ომბუდსმენი სასამართლოს სხდომის საჯაროობის მნიშვნელობაზე მიუთითებს
პოლიტიკა - 16:29, 08 May, 2017     856
საქართელოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესების სრულად დახურვას ეხმიანება და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა მაღალი პოლიტიკური და საჯარო თანამდებობის პირთა ბრალდებულის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევას.

"მომეტებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმაურება ე.წ. ციანიდის სისხლის სამართლის საქმის განხილვას და აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის სრულად დახურვა არ ემსახურება საგამოძიებო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა მაღალი პოლიტიკური და საჯარო თანამდებობის მქონე პირთა მიერ ბრალდებულის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას. გარდა ამისა, დაცვის მხარისთვის დაკისრებული გაუთქმელობის ვალდებულების პირობებში, პროკურატურის მიერ ცალმხრივად ინფორმაციის გავრცელება აზიანებდა მხარეთა თანასწორობის პრინციპს.

2017 წლის 5 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სხდომის სრულად დახურვის შესახებ. შედეგად, საზოგადოებას არ მიეცა შესაძლებლობა, მიეღო ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის, მათ შორის მხარეთა პოზიციების შესახებ. სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, სხდომის სრულად დახურვის საფუძველს წარმოადგენდა შემდეგი გარემოებები:

ერთ–ერთი მოწმის მიმართ განხორციელებული სატელეფონო მუქარის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ინტერესების დაცვა

ვიდეო და აუდიოჩანაწერებში მონაწილე პირთა პერსონალური მონაცემების დაცვა

პროცესის მონაწილე პირის მიმართ დაცვის სპეციალური საშუალების გამოყენება

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182–ე მუხლის მე–3 ნაწილი ითვალისწინებს სასამართლო სხდომის დახურვის შესაძლებლობას ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის დროს. თუმცა, ამავე ნორმის თანახმად, შესაძლებელია სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვა.

დაცვის მხარემ სასამართლოზე მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული საპროცესო მიზნებისთვის საკმარისი იქნებოდა სხდომის ნაწილობრივ დახურვა. სამწუხაროდ, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას მოსამართლეს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ წარმოადგენდა სხდომის სრულად დახურვა უკიდურეს, თანაზომიერ და პროპორციულ საშუალებას სსსკ 182–ე მუხლით გათვალისწინებული სიკეთეების დასაცავად. შესაბამისად, არგუმენტების გარეშე დარჩა თუ რატომ არ შეიძლება დასახელებული სიკეთის დაცვა სხდომის ნაწილობრივი დახურვით.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის საჯაროობა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა არაერთი აქტით დაცულ უფლებას, რომლის შეზღუდვა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს. სწორედ სასამართლო სხდომათა საჯარობა არის მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებისადმი საზოგადოების ნდობის მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამიტომ, სასამართლო ყოველთვის უნდა ცდილობდეს სხდომათა საჯაროობის უპირატესი ინტერესი, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ერთ-ერთი გარანტი, მხოლოდ მეტი სიკეთის დასაცავად და პროპორციულობის ტესტის მოთხოვნათა დაცვით შეზღუდოს.

ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ წინასასამართლო სხდომა არ ითვალისწინებს მტკიცებულებათა შინაარსობრივ გამოკვლევას. ამ ეტაპზე მხარეები მხოლოდ წარადგენენ მტკიცებულებათა სიას, რომელთა გამოკვლევა მოხდება არსებითი სხდომის ფარგლებში. შესაბამისად, სხდომის სრულად დახურვის საჭიროებაზე დამაჯერებელი პასუხი აუცილებელია.

იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დასრულდა, თუმცა დაცვის მხარეს კვლავ ეკისრება გაუთქმელობის ვალდებულება, საჯარო პროცესი მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლო გაცილებით უფრო მკაცრ ტესტს გამოიყენებს პროცესის საჯარო ხასიათის შეზღუდვისას და შესაძლებელი გახდება აღნიშნულ საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება”- აღნიშნავს სახალხო დამცველი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42