აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩამოშორების შემდეგ, საქართველო უკეთ იგრძნობს თავს - იური ლუჟკოვი
პოლიტიკა - 15:46, 08 May, 2017     17798

ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს, - ეს განცხადება საქართველოში მყოფმა მოსკოვის ყოფილმა მერმა, იური ლუჟკოვმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას გააკეთა.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს“, - განაცხადა იური ლუჟკოვმა, რომელიც „მოამბემ“ ექსკლუზიურად ჩაწერა.

რაც შეეხება ლუჟკოვის საქართველოში ჩამოსვლას იმ ფონზე, როდესაც ის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მხრიდანაა ნამყოფი და დარღვეული აქვს საქართველოს კანონი „ოკუპაციის შესახებ“, იური ლუჟკოვი ამბობს, რომ კანონის შესახებ სმენია, თუმცა საზღვარი ჩვეულებრივად გადმოკვეთა, მისი დოკუმენტაცია კი წესების შესაბამისად შემოწმდა.

„ჩვენ გადმოვკვეთეთ საზღვარი. ბუნებრივია, ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვებიც არ დაუსვამთ, ან რა შეკითხვები უნდა ყოფილიყო, ტურისტული ჯგუფი ჩამოვედით. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება, წარსულში უნდა დარჩეს“, - აღნიშნა ლუჟკოვმა.

მოსკოვის ყოფილმა ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოსთვის რუსული ბაზრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებმა მომავალზე უნდა იფიქრონ. მე ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო სივრცე, განსაკუთრებით ქართული ღვინისთვის“, - განაცხადა ლუჟკოვმა.

შეგახსენებთ, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფება. როგორც შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, იური ლუჟკოვი საქართველოს საზღვარზე ლეგალური საბუთებით შემოვიდა, რის გამოც მესაზღვრეებს არ ჰქონდათ საფუძველი სხვა სახის გადაწყვეტილების მიღების.

როგორც თავად ლუჟკოვმა „მოამბესთნ“ საუბრისას განაცხადა, ის ქვეყანაში ტურისტული მიზნებით იმყოფება.

მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში ოთხი დღის წინ სომხეთიდან ჩამოვიდა.


წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42