საქართველოს პრეზიდენტისთვის ბონუს სისტემა მისთვის მიუღებელია. როგორც მარგველაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა, ხვისთვის მიცემულის საკუთარად მითვისება დადებითი მოვლენა არ არის.
”ჩემთვის მიუღებელია ბონუსის სისტემა, ანუ რაღაც ზე მიზნით დემოკრატიის მთავარი პრინციპის, რომ შენი ხმა შენია და შენ გადაწყვეტ ვის მისცე, ამის ნაცვლად სხვისი ხმების სხვებისთვის მიცემა. რომელიმე თქვენთაგანი რანაირად დამიმტკიცებს, რომ სხვისთვის მიცემულის საკუთარად მითვისება არის სამართლებრივი, დადებითი და დემოკრატიული”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის მთავარი ღირებულება არის ის ერთი ხმა, რომელიც ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე შემოხაზა.
რა ლოგიკით შეიძლება ჩვენ ამას გადავუხვიოთ და გავამართლოთ ეს ყველაფერი იტალიური, ან საბერძნეთის მაგალითით. ნახეთ რა ვითარებაა. პრეზიდენტთან მიმართებაში მოგვწონს გერმანული სისტემა, ბონუსებთან მიმართებაში მოგვწონს იტალიური სისტემა, ბარიერთან მიმართებაში კიდევ რომელიღაც სხვა ქვეყნის სისტემა, ამ ყველაფერს ვაერთებთ ერთად და ვიღებთ ვითარებას, რომელიც რეალურად მთავარს არ აღწერს - რა უნდა საქართველოს მოქალაქეს. ამ გამრუდებით, სხვადასხვა სისტემიდან აღებული ცალცალკე ნიშნებით ჩვენ ვიღებთ სისტემას, რომელიც არ არის ჩვენთვის სამართლიანობის მატარებელი. ამ ცალკეული სისტემებიდან მოტანილი მაგალითებით ერთიანი სურათის დახატვა, რომელიც მთავარს არ განგაცდევინებს ამომრჩეველს, რომ შენი ხმა დაცულია, ცდება მთავარ ლოგიკას დემოკრატიის”,- თქვა ქვეყნის პირველმა პირმა.
მასალის გამოყენების პირობები






