„მე მაქვს ასეთი ეჭვი და მაქვს ამის საფუძველი. მისი უწმინდესობის ლიკვიდაცია შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ერთადერთი ძალის ინტერესში, ძალის, რომელიც პატრიარქში პირად პრობლემას ხედავდა. დააკვირდით მოვლენათა განვითარებას: ციანიდის საქმემდე ცოტა ხნით ადრე „ნაციონალურ მოძრაობას“ სურვილი ჰქონდა, ხალხი ქუჩაში გამოეყვანა, მაგრამ ვერ მოახერხა. შემდეგ „რუსთავი 2“-ის ეთერში დაიწყო უცნაური საუბრები, თითქოს არსებობდა რაღაც ჩანაწერები, სადაც ბიძინა ივანიშვილი ლანძღავს პატრიარქს. და აი, ამ ფონზე იგეგმება მკვლელობა. ჩემი აზრით, წინასწარ მზადდებოდა საზოგადოებრივი განწყობა, რომ პატრიარქის მკვლელობა დაბრალებოდა ხელისუფლებას, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილს და ამ მიზნით „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხი ქუჩაში გამოეყვანა. საკუთარი რესურსით მათ ეს არეულობა ვერ შეძლეს და ამიტომაც გადაწყვიტეს ამ გაუგონარ ნაბიჯზე წასვლა. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, რომელსაც აქვს არსებობის უფლება.“- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
წყარო „პრაიმტაიმი“
მასალის გამოყენების პირობები






