უშიშროების საბჭოს ამ სახით იურიდიული ნონსენსია და მის გამოსწორებას ვენეციის კომისია ჯერ კიდევ 2010 წელს გვირჩევდა- კობახიძე
პოლიტიკა - 14:20, 08 May, 2017     1205

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებებით პრეზიდენტის სტატუსი უცვლელი რჩება. ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტი ისევ იქნება სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პეზიდენტის უფლებამოსილებების ცვლიებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გავალისწინებით მოხდა:

„ უფლებამოსილებებში გვაქვს ორი არსებითი ცვლილება. პირველი - საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენას და აქ გვაქვს 2010 წლის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ უმჯობესია ამ კომპეტენციის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გადაცემა, რათა ინსტიტუციურად უკეთესად მოგვიწესრიგდეს ეს საკითხი და მეორე, საქმე ეხება ეროვნული უშიშროების საბჭოს. საუბარია ეროვნული უშიშროების საბჭოს ჩანაცვლებაზე თავდაცვის საბჭოთი, რომელიც მოქმედებს საომარი მდგომარეობის პირობებში. ესეც იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია 2010 წელს. ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ამ სისტემასთან საერთო არაფერი აქვს არსებული სახით უშიშროების ეროვნულ საბჭოს, რადგან ეროვნული უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს იმ საკითხებზე, რომელიც არის რეალურად მთავრობის უფლებამოსილების ქვეშ. ეს არის მარტივი იურიდიული ნონსენსი. ისინი ჯერ კიდევ 2010 წელს გვირჩევდნენ ამ ნონსენსის გამოსწორებას. რაც არ გაკეთდა მაშინ, კეთდება დღეს. ჩვენი ამოცანა იყო დაუხვეწავი საპარლამენტო სისტემა შეგვეცვალა დახვეწილი საპარლამენტო სისტემით. ეს იყო ვენეციის კომისიის 2010 წლის რეკომენდაცია. მაშინ ვენეციის კომისიამ გვითხრა ის, რომ კარგია საპარლამენტო რესპუბლიკის მიმართულებით სვლა, თუმცა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, ეს ნაბიჯი ბოლომდე იყო მისაყვანი და ჩამოსაყალიბებელი იყო სრულფასოვანი საპარლამენტო მმართველობის სისტემა. ეს ამოცანა სრულდება იმ ცვლილებებით, რომელიც არის შემოთავაზებული. რას ითვალისწინებს ახალი სისტემა? არის სამი ძირითადი შტო ხელისუფლებაში - ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება. ამ სამ ხელისუფლებას განასახიერებს საქართველოში, ერთ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი, მეორე შემთხვევაში - საქართველოს მთავრობა, ხოლო მესამე შემთხვევაში - სასამართლო ხელისუფლება. მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და მეოთხე უმნიშვნელოვანესი ელემენტი ამ სისტემის არის ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს სისტემის საერთო ფუნქციონირებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42