„პრორუსული იდეებისა და ძალებისთვის ადგილი გორშიც არ არის''- კომუნისტების მიტინგს გორელები ევროპის დღეებს უპირისპირებენ
პოლიტიკა - 14:10, 08 May, 2017     2767
ხვალ 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ამ დღეს გორელებისთვის სხვა დატვირთვაც აქვს, წინა წლების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ ნაომარი ქალაქი ხვალაც „გაწითლდება“ და ისევ გახდებიან ადგილობრივები პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებების მომსწრნენი.


ეს იმ პირებისგან რომლებიც ყოველ 9 მაისს, საბჭოთა სიმბოლიკით და რუსული დროშებით ხელში, ნაომარ ქალაქში საბჭოთა დიქტატორის ძეგლის აღმართვას ითხოვენ.

შეკრებილების უმრავლესობა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ გორელი არ არის და სტალინის საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან იკრიბებიან. არა და გორელი სტალინელები 2010 წლის შემდეგ ამტკიცებენ, რომ ბრინჯაოს ძეგლის დაბრუნებას და ქალაქში მისთვის მოწყობილ კვარცხლბეგზე აღმართვას, სწორედ გორელები ითხოვენ.

სტალინელების მიტინგის პარალელურად გორში ევროპის დღეებს აღნიშნავენ, საინიციატივო ჯგუფი, ორი დღის განმავლობაში დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ამ ფასეულობების ირგვლივ საზოგადოების გაერთიანებას შეეცდება.

ღონისძიებები დღეს იწყება და ხვალ მასშტაბურ სახეს მიიღებს.

„ჩვენი კამპანიით ვამბობთ, რომ პრორუსული იდეებისა და ძალებისთვის ადგილი გორშიც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ 9 მაისს ვხედავთ მათ აქტივობებს წითელი დროშების თანხლებით, მიგვაჩნია, რომ ეს თავსმოხვეული ინიციატივაა, რომელიც საზოგადოების რეალურ განწყობებს არ ასახავს. გვჯერა, რომ დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება ყველა პოლიტიკური ძალისა თუ პროფესიის წარმომადგენელს აერთიანებს. ჩვენი კამპანიაც სწორედ ამ იდეის ხორცშესხმაა - ჩვენ უარს ვეუბნებით ტოტალიტარულ რეჟიმებს და ვირჩევთ პროგრესს “– აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი გვანცა დოლუაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

ევროპის დღეების ფარგლები გამართული ღონისძიებები 20:00 საათზე - აქცია-კონცერტით „ჩვენ ვირჩევთ პროგრესს“ დაიხურება. რომელიც გორის თეატრის სკვერში გაიმართება და მასში მონაწილეობას „კანუდოსი“, „არა“, „დაგდაგანი“, „წერილი“, „იბერბენდი“ მიიღებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42